ამონარიდები ანატოლ ფრანსის რომანიდან – „ღმერთებს სწყურიათ”
„ – რაც მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ სამყარო ჭკუაზე შეშლილია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა ერს მტრის ზარბაზანი უცქერის და მოღალატეების ხანჯალი ემუქრება, ლმობიერება მამის მკვლელობას უდრის”.
* * *
„მხოლოდ დესპოტები ამტკიცებენ, სიკვდილით დასჯა ხელისუფლების აუცილებელი ატრიბუტიაო”.
* * *
„სამართალი კარგი რამ არის, აუცილებელიცაა ამ ქვეყნად: თუ სამართალი არ ყოფილიყო, სუსტი ადამიანები ყოველთვის შევიწროებულნი იქნებოდნენ”.
* * *
„მეგობრობას თავისი უფლებები აქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სათნოება – ბუნებრივია ადამიანისათვის: ღმერთმა იგი ჩათესა მოკვდავის გულში”.
* * *
„ – ნუ მეტყვი, რევოლუცია თანასწორობას დაამყარებსო, იმიტომ რომ ადამიანები არასოდეს არ იქნებიან თანასწორნი; ეს შეუძლებელია და ქვეყანა რამდენჯერმეც რომ გადაატრიალონ, ყოველთვის დარჩებიან დიდები და პატარები, მსუქნები და გამხდრები”.
* * *
„უმკაცრეს სიტყვებს ისეთი პირები ამბობენ, რომელთაც არასოდეს არ უბრძოლიათ”.
* * *
„გემოვნება ახლდება”. – (ავტორი გენია.ჯი)