ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ – რაც უფრო დიდ ხანს ვცხოვრობ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ყოველ საქმეში უმთავრესია ჯიქური, ვაჟკაცური და უყოყმანო მოქმედება. სიტყვა და შეტევა… უპირველესად ყოვლისა კი მაინც შეტევა! რას მიქვია ჭოჭმანი, მერყეობა, გულჩვილობა – ამ უკუღმართი, მოჟამული დროის დამახასიათებელი გულისამრევი ნიშანი”. – ჯონ გოლზუორთი (პირველი და უკანასკნელი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იშვიათად იპოვნით ვინმეს, რომ ოდესმე თავი არ შეეყოლებინა ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დახევით, რათა გაეთვალისწინებინა გზა, როგორ მიაღწია ამა თუ იმ დასკვნას”. – ედგარ ალან პო (მკვლელობა მორგის ქუჩაზე)
* * *
„ – სიცოცხლეზე ტკბილი რა არის? ყოველ ჩვენს ამოსუნთქვაზე წმინდა რა არის?” – ჯონ გოლზუორთი (ფორსაიტის ხსნა)
* * *
„დედამიწა ნამდვილად ტრიალებს და სიცოცხლის ნახევარს თავდაყირა დაკიდებული ატარებს ხალხი”. – ვაშინგტონ ირვინგი (მთვლემარე ხეობის ლეგენდა)
* * *
„კაცმა არ იცის, რას გწევს ბედი!” – ჯონ გოლზუორთი (ფორსაიტის ხსნა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ანჩხლ ხასიათს ასაკი ვერ ამსუბუქებს”. – ვაშინგტონ ირვინგი (რიპ ვან უინკლი)
* * *
„ადამიანი იმას მაინც უნდა ცდილობდეს, რომ დავიდარაბა არ ატეხოს და სხვა არ შეაწუხოს”. – ჯონ გოლზუორთი (ფორსაიტის ხსნა)
* * *
„სულიერი გაცილებით უფრო დიდი ხათაბალაში აგდებს სიკვდილის შვილს, ვიდრე აჩრდილები, ავი სულები და ჯადოქარ-კუდიანების მთელი მოდგმა-ჯილაგი და ეს გახლავთ – დიაცი”. – ვაშინგტონ ირვინგი (მთვლემარე ხეობის ლეგენდა)
* * *
„სწორედ ჩვეულებრივისაგან განსხვავებულის მეშვეობით იკვლევს გზას გონიერება ჭეშმარიტების ძიების საქმეში”. – ედგარ ალან პო (მკვლელობა მორგის ქუჩაზე)
* * *
„კაცი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს”. – ჯონ გოლზუორთი (ფორსაიტის ხსნა) – (ავტორი გენია.ჯი)