ამონარიდები ანატოლ ფრანსის რომანიდან – „ღმერთებს სწყურიათ”
„ – ნება მომეცით თქვენ წინაშე ერთი უპირატესობა ვიქონიო. რადგან ვერ მიცნობთ, ჩემი შეყვარება არ შეგიძლიათ. მე კი, ბატონო, თუმცა ვერ გიცნობთ, მაინც თავისთავზე მეტად მიყვარხართ; ასეთია ღვთის ცნებაც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ღმერთი მხოლოდ იმას უწევს ანგარიშს, რაც მისი სახელის სადიდებლად კეთდება და რაც ბუნებრივი სათნოების შედეგს წარმოადგენს”.
* * *
„ურწმუნო ადამიანები მხეცებზე უარესი არიან”.
* * *
„ჩაცმა-დახურვაში არაფერი არ ჯდება ისე ძვირად, როგორც უბრალოება”.
* * *
„ – ადამიანებს მხოლოდ იმათი მოსმენა შეგიძლიათ, ვინც გეპირფერებათ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღმერთო ჩემო! რა ბედნიერებაა კეთილი საქმის გაკეთება”.
* * *
„ადამიანმა თავის სხეულის ფორმების მიხედვით უნდა ჩაიცვას”.
* * *
„უმწიკვლოება ადამიანისთვის ხშირად ბედნიერი შემთხვევაა და არა ღირსება”.
* * *
„ზოგიერთ სამსახურზე ამხანაგს უარს ვერ ეტყვი”.
* * *
„ძალიან ხშირად ბავშვს ისეთი საგანი ართობს, რომელსაც სათამაშოსთან არაფერი აქვს საერთო”. – (ავტორი გენია.ჯი)