ამონარიდები ანა ანტონოვსკაიას რომანიდან – „დიდი მოურავი”

„ – ყოველივე ამაოა, ძვირფასო გიორგი, რამდენიც უნდა იბრწყინო, მაინც გახუნდები”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გული, რომელიც ალმასივით ბრწყინავს, არ შეიძლება მართალი არ იყოს…”

* * *

„ – როგორც დედამიწის გასწორება არ შეიძლება, ისევე წარმოუდგენელია ყველა ადამიანის გათანასწორება. არის ტყე – არის ჩირგვნარი, არის ველი და – არის მთა. აბა, სინჯე მათი ერთ კარავში მოქცევა – თვითონვე აგერევა”.

* * *

„ – ალაჰს უფრო მეტი უნდა ეზრუნა ღარიბებისათვის, მაშინ გაჭირვებულს თვალები არ აეცრემლებოდა, ხოლო ხანებს გაუმაძღრობით ნაკლებ გაუბრწყინდებოდათ. ვნანობ, რომ ცაში არა ვზივარ”.

* * *

„თუ ფარსულ სიბრძნეს დავუჯერებთ, თვითეულ ადამიანს ბედი საკუთარ კისერზე ჰკიდია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გარდა მზისა, არის ბნელი”.

* * *

„ადამიანი ცხოვრებაში ბევრ რამეს სჩადის ტყუილუბრალოდ”.

* * *

„მეგობარი, რომელსაც შენი ზრახვებისა არა გაეგება რა, მტერზე მეტს გავნებს”.

* * *

„ – რომელმა ქართველმა არ იცის: სხვის აქლემზე მჯდომარე უჩხუბრად უნდა ჩამოხვიდე”.

* * *

„მეომარი, რომელსაც ეწოდება: „სამშობლოს წინაშე ვალდებული”, უნდა გრძნობდეს სამეფოს ზრუნვას მისი ოჯახისათვის”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება