ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ – აქედანვე თუ წაუწექი ტომრებსა და გოდრებს, მთელ შენ სიცოცხლეში ვეღარ მოიცილებ. ეგ მაგას ეხერხებაო და, შინაური იქნება, თუ გარეული, ყველა შენ აგკიდებს”. – რეზო ინანიშვილი (თინა და სანდრო) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ლოდინს უნდა გავუძლოთ. ლოდინს და დროს, რომელიც თანდათანობით ყველაფერს გამოაჩენს, ადრე თუ გვიან საიდუმლოს ფარდას ახდის”. – შორენა ლებანიძე – (მანანა ანუა, ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე)
* * *
„ყოველთვის ხდება ის, რაც მოსახდენია”. – გოდერძი ჩოხელი (ადამიანთა სევდა)
* * *
„ – მდიდარსაც მეხი დავაყარე და ღარიბსაც.
- ღარიბებს რაღათა, ღარიბებმა რა დააშავეს!
- ღარიბს იმიტომ, რომ ხელის გაძვრა ეზარება. ხელის გამტოკებელი ადამიანი ეხლა ღარიბი რაღათ უნდა იყოს!” – რეზო ინანიშვილი (თინა და სანდრო)
* * *
„ – ძალად მინისტრობა გაგონილა?!” – რამაზ კობიძე (იუსტინე ამაღლობელის საფიქრალი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ღმერთო ჩემო, რა არის მუსიკა, რით ეხმაურება ის ჩვენს ცხოვრებას? თითქოს არაფრით, მაგრამ ყველაფრით…” – ბოგუმილ ჰრაბალი (სალუდეში შეთხზული მოთხრობები)
* * *
„ – რაღაცა ჭირი მიდგება. სულ მეჩვენება, რომ მარტოდმარტო ვარ, ბიჭიც სხვაგან არი, გოგოც, შენ ხომ სულ სხვაგან ხარ.
- სიბერე მოდის, თინა, სიბერე!” – რეზო ინანიშვილი (თინა და სანდრო)
* * *
„ – თავისთავად, სიკვდილი ბოროტებაა, მაგრამ გარდაუვალი წესია”. – გოდერძი ჩოხელი (ადამიანთა სევდა)
* * *
„უბედურება იგივე წმინდა საიდუმლოებაა”. – ანატოლ ფრანსი (ღმერთებს სწყურიათ)
* * *
„თუ ხელი არ ახლეთ რამეს, არაფერი გეცოდინებათ თქვენს სიცოცხლეში”. – რეზო ინანიშვილი (თინა და სანდრო) – (ავტორი გენია.ჯი)