ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ – თუ ჩვენი სახლის საძირკველს საკუთარ მიწაზე ვერ ჩავყრით და ჩვენ ნერგებს ვერ გავახარებთ, მაშინ რაღა ფასი აქვს ცხოვრებას?” – მიხეილ კეკელიძე (ჯვარცმული ქვეყანა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ჩემსას მართმევთ, ქალბატონო იულია, და თქვენის მომცემი ხართ?” – ნოდარ დუმბაძე (სისხლი)
* * *
„ – მე ჩემი თავის პატრონი მინდა ვიყო”. – მიხეილ კეკელიძე (ჯვარცმული ქვეყანა)
* * *
„ – მდიდარ ინგლისელებს, ყველაზე მეტად, პირადი ცხოვრების მიმართ შანტაჟისა ეშინიათ. სწორედ ეს წარმოადგენს ბრიტანეთის პრესის საიდუმლო შემოსავლის წყაროს და იგი ჩვენ პრესაზე მეტად გახრწნილია”. – ონორე დე ბალზაკი (გამქრალი ოცნებანი)
* * *
„ – დიახ, ბატონო, ქვეყანას კარგი ჭირისუფალი უნდა”. – მიხეილ კეკელიძე (ჯვარცმული ქვეყანა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გაზაფხულდა. რამაც შექმნა ყველაფერი, იმან ააღორძინა”. – რეზო ჭეიშვილი (მუსიკა ქარში)
* * *
„ბოროტი კაცის პური პირს ხრეშით ავსებს”. – ჟაკ-ანრი ბერნარდენ დე სენ-პიერი (პოლი და ვირჟინი)
* * *
„ – ბატონო ჩემო, თუ ქვეყანაში ბევრი მშიერია, ბევრი ტანსაცმელშემოგლეჯილია, ბევრი შიშისგან დამუნჯებულია, ბევრი უსახლკაროა, ეს უბედურებისა და დაღუპვის მომასწავებელია!” – მიხეილ კეკელიძე (ჯვარცმული ქვეყანა)
* * *
„ – ყველაფერი შეიძლება, მაგრამ რა აზრი აქვს ქარში მუსიკას?!” – რეზო ჭეიშვილი (მუსიკა ქარში)
* * *
„შეუძლებელია არ გძულდეს ადამიანები, თუ ფიქრობთ, რომ ისინი ავი არიან”. – ჟაკ-ანრი ბერნარდენ დე სენ-პიერი (პოლი და ვირჟინი) – (ავტორი გენია.ჯი)