თედორე დოსტოევსკის რომანიდან – “ძმები კარამაზოვები”
“ვაცხადებ,რომ ღმერთს პირდაპირ და უბრალოდ ვაღიარებ.მაგრამ ერთი რამ მინდა ავღნიშნო: თუ ღმერთი არსებობს და მან მართლა შექმნა ყოველივე,მაშინ,როგორც ჩვენთვის არის ცნობილი,დედამიწა ევკლიდეს გეომეტრიის შესაბამისად შექმნა,ადამიანის გონება კი სივრცის მხოლოდ სამი განზომილების აღქმის უნარით,თუმცა კი იყვნენ და ახლაც არიან გეომეტრები და ფილოსოფოსები,ყველაზე დიდებულებიც კი მათ შორის,რომლებიც ამას არ ეთანხმებიან და ეჭვი ეპარებათ,რომ მთელი სამყარო,ან მეტიც – მთელი ყოფიერება მხოლოდ ევკლიდეს გეომეტრიით შექმნილიყო. (ავტორი გენია.ჯი) იმაზე ოცნებასაც კი ბედავენ,რომ ორი პარალელი,რომელიც ევკლიდეს თეორიის თანახმად,დედამიწაზე ვერაფრის დიდებით ვერ შეერთდება,შესაძლებელია სადმე უსასრულობაში მაინც ერთდებოდეს.მე,ასე გადავწყვიტე: თუ იმის უნარიც არ გამაჩნია,რომ ეს მოსაზრება შევიმეცნო,როგორღა უნდა ჩავწვდე ღმერთის არსებობას.თავმოდრეკილი ვაღიარებ,რომ არავითარი ცოდნა და ნიჭი არ გამაჩნია ამ საკითხების გადასაწყვეტად,მე ევკლიდესნაირი ტვინი მაქვს,მიწიერი და ამიტომაც არაამქვეყნიურ საკითხებზე ვერ ვიმსჯელებ.უფრო მეტად – კი იმაზე,არსებობს თუ არა ღმერთი? ყველა ეს საკითხი სრულიად არაბუნებრივია სამგანზომილებიანი სამყაროს აღმქმელი გონებისათვის. (ავტორი გენია.ჯი) ამგვარად,ულაპარაკოდ ვაღიარებ ღმერთს და არა მხოლოდ ღმერთს,არამედ მის სიბრძნესაც,ჩვენთვის სრულიად გაუგებარ და უცნობ მის მიზანსაც.მწამს წესრიგის,ცხოვრების აზრის,მწამს მარადიული ჰარმონიის,რომელსაც თითქოს ყველა შევერწყმებით.მწამს სიტყვა,საითაც მთელი სამყარო მოისწრაფვის და რომელიც თვით “გზაა ღმერთისაკენ” და თავად ღმერთია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ უსასრულოდ.
ამგვარად,მოდი წარმოიდგინე,რომ მე ამ ღვთიურ სამყაროს არ ვაღიარებ,და თუმცა კი ვიცი,რომ არსებობს,მაგრამ საერთოდ არ ვაღიარებ.მე ღმერთს კი არა,მის მიერ შექმნილ,ღვთიურ სამყაროს არ ვიღებ და ვერასოდეს დავთანხმდები,მივიღო. (ავტორი გენია.ჯი) წინასწარ ვიტყვი: ბავშვივით ვარ დარწმუნებული,რომ ყველა ტანჯვა შეხორცდება და გადასწორდება,რომ ადამიანურ წინააღმდეგობათა სამწუხარო კომიზმი მირაჟივით გალღვება,როგორც უძლური და ატომივით მცირე ევკლიდესეული ადამიანური გონების ნაყოფი,რომ ბოლოს და ბოლოს,მარადიული ჰარმონიის მომენტში აღსრულდება და მოგვევლინება რაღაც იმდენად ძვირფასი,რაც ყველას გულს მისწვდება,ყველას იმედგაცრუებას დაუამებს,ადამიანთა მიერ ჩადენილ ყველა ბოროტებას,მათ მიერ დაღვრილ ყველა სისხლს გამოისყიდის,ყველას ეყოფა,რომ არა მხოლოდ მიტევება გახდეს შესაძლებელი,არამედ იმის გამართლებაც,რაც ადამიანებს გადახდათ თავს.დაე,ეს ყველაფერი მოხდეს და გაცხადდეს,მაგრამ მე რომ ამას არ ვიღებ და არც მიღება მსურს! დაე,თუნდაც პარალელში შეერთდეს და ჩემი თვალით ვიხილო,ვიხილო და ვთქვარომ შეერთდნენ,მაგრამ მაინც არ მივიღებ.ეს არის ჩემი თეზისი.ეს საუბარი ძალიან სულელურად დავიწყე,რომ ბოლოს აღსარებამდე მივსულიყავი”. (ავტორი გენია.ჯი)