ამონარიდები თედორე დოსტოევსკის რომანიდან – „ეშმაკნი”
„არ არსებულა ჯერ ხალხი რელიგიის გარეშე, ანუ სიკეთისა და ბოროტების ცნების გარეშე. ყოველ ხალხს საკუთარი ცნება აქვს სიკეთისა და ბოროტებისა, საკუთარი სიკეთე და ბოროტება გააჩნია. როცა ხალხებს საერთო ცნება ექმნებათ სიკეთესა და ბოროტებაზე, მაშინ იწყება მათი გადაგვარება და მაშინ იშლება სხვაობა სიკეთესა და ბოროტებას შორის”.
* * *
„სიცოცხლე ახლა ტკივილისა და შიშის ფასად ეძლევა ადამიანს. აი, ამით აბრმავებენ ხოლმე. ახლა ადამიანი ჯერ კიდევ ის ადამიანი არ არის. გაჩნდება სხვა, ახალი ადამიანი, ბედნიერი და ამაყი და მისთვის სულერთი იქნება სიკვდილ-სიცოცხლე. ვინც ტკივილსა და შიშს დასძლევს, ის თვითონ გახდება ღმერთი. ის ღმერთი კი აღარ იქნება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველი ერი მანამდე რჩება ერად, ვიდრე საკუთარი ღმერთი ჰყავს და სხვა დანარჩენ ღმერთებს შეურიგებლად გმობს.”
* * *
„დიდი ნიჭის ადამიანი დიდი არამზადაც შეიძლება იყოს, ერთი მეორეს არ გამორიცხავს”.
* * *
„სიმართლე რომ დასაჯერებელი გახდეს, უთუოდ ტყუილი უნდა შეურიო”.
* * *
„რუსეთი ეს ბუნების შეცდომაა და არა ჭკუისა”.