მიგელ დე სერვანტეს საავედრას გენიალური რომანიდან – “მახვილგონიერი აზნაური დონ კოხოტ ლამანჩელი”
“ჩემს დღეში ფიქრადაც არ მომსვლია ვაჟკაცობით სახელი გამეთქვა.მხოლოდ მინდოდა,ყველა იმ საჭურველთმტვირთველზე ალალ-მართალი ვყოფილიყავი,ვისაც ოდესმე მოგზაურ რაინდებთან უმსახურია და, თუ ჩვენს ბატონს სურს,ერთგული სამსახურისათვის რომელიმე კუნძულით დამაჯილდოოს,რა უშავს,კეთილი,იყოს.ძალიან მადლობელი ვიქნები. (ავტორი გენია.ჯი) არ მომცემს და რა გაეწყობა,უკუნძულოდაც იოლად წავალ! ეგეც რომ არ იყოს,მე ვუბრზანებ,თუ მე მიბრძანებენ,ამით ლუკმა-პური უფრო გემრიელი როდი მეჩვენება… სანჩოდ დავიბადე და,იმედი მაქვს,სანჩოდვე მოვკვდები…” (ავტორი გენია.ჯი)
“მე ნამგალი შემფერის,მეჭიროს ხელში და არა გუბერნატორის კვერთხი.ყველა ერკემალი თავისი ყოჩისათვის უნდა იყოს და ფეხები საბნის ტოლად უნდა გაჭიმოს კაცმა.როცა მე გუბერნატორობის განაწევ სიმძიმეს ვწონიდი,ვპოვე,რომ ჩემი ზურგი მას ვერ ზიდავდა და რომ ის ისარი ჩემს კარპაჭს არ ადგებოდა, და ვიდრე გუბერნატორობა მე დამტოვებდა,მე თვითონ დავტოვე გუბერნატორობა… არავისაგან არ მისესხია რა და ჩემი გუბერნატორობიდანაც არავითარი სარგებელი არ მიმიღია. (ავტორი გენია.ჯი) და თუმცა,როგორც მგონია,რამდენიმე დიდად სასარგებლო განკარგულება მოვახდინე,მაინც ნამდვილად არა მომიხდენია რა,რადგან ჩემს ბრძანებას,უეჭველია,არავინ ასრულებს.მაინც ასე მგონია,გამეცა თუ არ გამეცა ბრძანება,ერთი და იგივე იქნებოდა.ათი დღის გუბერნატორობის დროს გავიგე,რომ გუბერნატორად არა ვარ გაჩენილი და არც მსურს გუბერნატორობა არა თუ რომელიმე კუნძულისა,არამედ ქვეყნისაც.ახლა ისევ ჩემი ბატონი დონ კიხოტის მსახური ვხდები; თუმცა მასთან შიშქვეშ მიხდება პურის ჭამა,მაგრამ მაძღარი და დამშვიდებული მაინც ვარ.ჩემთვის კი სულ ერთია,კაკბის ტაბაკათი გავძღები,თუ სტაფილოთი.ხშირად ერთი მუჭა რკოთი ან კაკლით იოლად წავსულვართ მე და ჩემი ბატონი.შიშველი დავიბადე,შიშველივე ვრჩები,არც არა მომიგია,არც არა წამიგია რა”. (ავტორი გენია.ჯი)