მიგელ დე სერვანტეს საავედრა – “დონ კიხოტის” შესახებ…
“ჩემი სისუსტე იმაშია,რომ გამოვთქვამ ყველაფერს,რაც მაწუხებს,მაგრამ ხელს მიშლის ოჯახისადმი პასუხისმგებლობა.ვალდებული ვარ,ვარჩინო და დავიფარო მთელი ჯალაბი.ვაფურთხებ გესლიან შენიშვნებს,მაგრამ არ მსურს ინკვიზიციის კოცონზე ასვლა.შთამომავლობა,ალბათ,გასაგებ ენაზე გადათარგმნის ჩემს ორაზროვან სტვენას და შეიგნებს,თუ რა სიბრძნე იფარებოდა მოჩვენებით სისულელეთა მიღმა.ბავშვი, – და ვინ არის ჩვენს დროში ბავშვი, – ვერავითარ სახიფათოს ვერ დაინახავს ჩემს “დონ კიხოტში”. (ავტორი გენია.ჯი) მას გულღიად გაეცინება საბრალო რაინდის სულელურ ფათერაკებზე,მაგრამ,როცა ბავშვი დავაჟკაცდება,მისი სიცილიც გაიზრდება მასთან ერთად და ეს სიცილი ქარიშხალივით დაიგუგუნებს.ხარხარის საშინელი გრიგალი გააცამტვერებს ამქვეყნად მოდებული შავი ჭირის მიაზმებს და ჰოი,რა მსუბუქი აღმოჩნდებით მაშინ თქვენ,ბერ-მონაზვნებო,ინკვიზიტორებო,მეფენო და მღვდელმსახურნო!
შაშვის სტვენაში მე მესმის ძველი სამყაროს ნგრევის შორეული გუგუნი,ხოლო ბულბულის გალობაში მეზმანება მომავლის გამოცხადება.ეს იქნება ეპოქა,როცა ყველა ქვეყნის მონარქი,ყველა კერპი ერთხელ და სამუდამოდ დაემხობა და სამყარო სხვა სახეს მიიღებს.მრავალ ახლანდელ ავადმყოფობას კი,აუცილებლად განკურნავს დრო თავისი მსვლელობისას”. (ავტორი გენია.ჯი)