მიგელ დე სერვანტეს საავედრას გენიალური რომანიდან – “მახვილგონიერი აზნაური დონ კიხოტ ლამანჩელი”
” – იცი თუ არა,ჩემო სანჩო,რომ თავისუფლება, ყველაზე უძვირფასესი სიკეთეა,რომელიც ზენამ მოჰმადლა ადამიანს? ვერაფერი შეედრება თავისუფლებას,ვერც დედამიწის ქვესკნელში ჩაფლული განძეული ან ზღვის უფსკრულში დამარხული საუნჯენი,ვერც დიდება,ვერც სხვა რამ.თავისუფლებაზე სანუკვარი ბედნიერება ამქვეყნად არ არსებობს.თავისუფლებისა და სახელისათვის თამამად შეიძლება თავის გაწირვა,რადგან ნაძრახი სიცოცხლე და მონობა ყველაზე უდიდესი უბედურება და ბოროტებაა კაცისათვის. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე ცუდი,რაც ამქვეყნად მოგველის,სიკვდილია.მაგრამ დიდებით და სახელოვნად რომ მოვკვდეთ,იმაზე უკეთესს ვერას ვიზამთ. და კიდევ გეტყვი,სანჩო,სული მტკივა იმის გამო,რომ მოხეტიალე რაინდის ხელობა ავირჩიე ესოდენ საძაგელ საუკუნეში,რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ახლა”. (ავტორი გენია.ჯი)