მიგელ დე სერვანტეს საავედრას შედევრიდან – „პერსილესი და სიგიზმუნდას ყარიბობა”
„…ერთხელ ლისაბონში ახალგაზრდა პოლონელი შეხვდა ვიღაც უცნობს, რომელიც უხეშად დაეჯახა მას. დაშნები იშიშვლეს. პოლონელს შემოაკვდა მოწინააღმდეგე.მკვლელს გამოედევნენ ალგვასილები (სასამართლოსა და ტრიბუნალის ბრძანებების აღმასრულებლები, შუა საუკუნეების პორტუგალიასა და ესპანეთში – ავტორი გენია.ჯი)
კუნაპეტ ღამეში ძლივს იგნებდა გზას და ბოლოს საშინელ წყვდიადში დაინახა ვიღაც. გაანდო, თუ რა საფრთხე მოელოდა. უპასუხა მოხუცი ქალის ხმამ და უჩინარმა ხელმა კედელში დატანებულ საიდუმლო საფარში დამალა დევნილი. მალე გამოჩნდა მსახური ანთებული ლამპრით.
- ქალბატონო, – ამბობს მსახური, მღელვარებისაგან აკანკალებული ხმით, – ეს-ეს არის მოკლეს თქვენი შვილი, პოლიცია ფიქრობს, რომ მკვლელი თქვენს ბინაში იმალება.
ალგვასილებიც მოვიდნენ.
დედაბერმა განუცხადა მათ, არავინ დამინახავსო, და დაარიგა შემდეგი სიტყვებით:
- ღმერთმა ინებოს, ვერავინ დაიჭიროთ, შვილებო, რადგან ერთის სიკვდილს ვერ გამოასწორებთ მეორის დაღუპვით.
საფრთხემ განვლო. კეთილშობილმა ქალმა გამოიყვანა უცნობი სამალავიდან:
- მინდა, ჩემი შურისძიება დააცხროს ჩემივე სიტყვებმა… დაიფარე სახე, შვილო, იქნებ ვეღარ მოვითმინო და შეგხედო, არ მინდა, გიცნობდე შენ, ჩემი შვილის მკვლელს.
და უვნებლად გაუშვა”. – (ავტორი გენია.ჯი)