Tag Archives: დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან…

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

„ქალი ცვალებადია,უგუნურია,ვინც მას ენდობა”. – ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად,ეს სიტყვები საფრანგეთის ერთ-ერთმა მეფემ თავისი ციხე-დარბაზის ფანჯრის მინაზე დააწერინა ქვეშევრდომებს.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

დაასახელეთ ის ერთადერთი მიზეზი,რის გამოც ეთქვა უარი გამოჩენილ ქართველ მწერალ ქალს – ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას (მიუხედავად მისი დიდგვაროვნული წარმომავლობისა) თბილისის კეთილშობილ ქალთა გიმნაზიაში ჩარიცხვაზე.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

ადრეულ საუკუნეებში წიგნის შექმნა და გადაწერა ერთობ დიდ ფინანსურ შესაძლებლობებთან და სიძნელეებთან იყო დაკავშირებული (ყველაზე სახელგანთქმულ ქართველ გადამწერად დღემდე მიიჩნევა XVIII-XIX საუკუნეებში მოღვაწე დიდი ქართველი მეცნიერი და კალიგრაფი – დავით რექტორი).

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

მეფის რუსეთში განხორციელებული რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოსულმა ბოლშევიკებმა,რევოლუციის წლისთავის აღსანიშნავად, 1918 წლის 3 ნოემბერს მოსკოვში,კერძოდ კი – ალექსანდრეს ბაღში აღმართეს პირველი მონუმენტი. დაასახელეთ,რომელი სახელოვანი პერსონის მონუმენტი იქნა ბოლშევიკების მიერ აღმართული მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველად?!

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

დიდმა ამერიკელმა არქტიკის მკვლევარმა და მოგზაურმა – რობერტ პირიმ (1856-1920 წლები),სანამ ის 1909 წელს ოფიციალურად გააკეთებდა განცხადებას ჩრდილოეთ პოლუსის სრული დალაშქვრის შესახებ, 1908 წელს პოლარულ ზღვებში სამოგზაუროდ აღჭურვილი საგანგებოდ აგებული იახტით,სახელწოდებით – „რუზველტი”,

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

„ღმერთმა ფულის გასაკეთებლად ჩამომიშვა მიწაზეო”, – ხშირად ამბობდა ახლობელთა წრეში ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი მილიარდერი.დაასახელეთ,რომელი „ღვთისმოსავი” ამერიკელი მილიარდერია აღნიშნული სიტყვების ავტორი?!

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

„თუ საჭირო იქნება პარიზის დაწვა, ჩვენს დავწვავთ პარიზს”. – ასე განაცხადა არა უცხოელმა დამპყრობელმა,არამედ ნაპოლეონ ბონარატის მიერ თანამდებობრივად დაწინაურებულმა ქვეყნის ერთ-ერთმა ფრანგმა მინისტრმა პოსტის დაკავებისთანავე.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

შუა საუკუნეების მხატვრები მეცნიერების „ერთ-ერთ” დარგს დედოფლის სახით გამოსახავდნენ ტილოებზე.თავის მხრივ,დედოფალს მარჯვენა ხელში შეცდომების გასასწორებელი დანა ეჭირა,ხოლო მარცხენაში კი – მათრახი.დაასახელეთ,რომელ მეცნიერებას წარმოგვიდგენდნენ ამ უჩვეულო ფორმით მხატვრები?

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

დაასახელეთ, XVII საუკუნის იმ გენიალური ევროპელი ფილოსოფოსის ვინაობა,რომელიც თანაგრძნობას – „ქალაჩუნობას” უწოდებდა.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

„ლარუსის ენციკლოპედიურ ლექსიკონში ნათქვამია,ქართველები ყველაზე მშვენიერი ადამიანური რასაა დედამიწაზეო, „ის” კი ამის ცოცხალი მაგალითია”. – ამ სიტყვებით ასხამდა ხოტბას ერთ-ერთ ულამაზეს ქართველ გოგონას „სამშობლოს პოეტად” წოდებული დიდი ფრანგი პოეტი – ლუი არაგონი (1897-1982 წლები).