Tag Archives: ვაჟა ფშაველას ნააზრევი…
ვაჟა-ფშაველას ნააზრევი…
1. „ქართველები ისეთი ხალხი ვართ, რომ ბევრს შემთხვევაში თავის გრძნობას, თავის თვალებს და ყურებს როდი ვენდობით; უსათუოდ სხვამ უნდა გვიკარნახოს ის, რაც ყურით გვესმის; სხვამ უნდა მიგვითითოს იმაზე, რასაც ჩვენი თვალითა ვხედავთ; მხოლოდ მაშინ დავიჯერებთ, მაშინ ვიძახით: ბიჭოს, ეს ხომ მართალი ყოფილა და არ ვიცოდითო! გვიკვირს და ვოცდებით იმის გამო, რომ ცეცხლი მწვავე ყოფილა, ყინული ცივი და მგელს ცხვრის ჭამა სცოდნია. ამისთანა უბრალო ჭეშმარიტებასაც კი სხვისგანა ვსწავლობთ. ტყუილია? არ არის ასე?”
ვაჟა ფშაველას ნააზრევი…
„რაკი განგებამ, ჩვენმა ბედისწერამ, სოფლური ცხოვრება დაგვიწერა, სოფლად უნდა სწავლა-ცოდნა მოვიშველიოთ. საცა სწავლაა, ქალაქიც იქ არის, თვით უდაბნოც სწავლის ძალით უნივერსიტეტად გარდაიქმნება.