Tag Archives: ნიკიტა ხრუშოვი – “ეპიზოდი”

ნიკიტა ხრუშოვი – “ეპიზოდი”

1962 წელს მოსკოვში მდებარე მანეჟის ისტორიულ შენობაში მხატვართა კავშირის მიერ მოწყობილი იქნა ავანგარდული მიმდინარეობის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.იმ საბჭოთა მხატვრებმა,რომელთა ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი მანეჟში,არაფერი უწყოდნენ იმის შესახებ,რომ მათ მიერ მოწყობილ გამოფენას თავისი ოდიოზური თვისებებით სახელგანთქმული საბჭოთა გენსეკი – ნიკიტა ხრუშჩოვი ეწვეოდა.

ნიკიტა ხრუშოვი – „ეპიზოდი”

ყველასათვის ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირი ყოველთვის ცდილობდა ამერიკელთათვის პირველობა ჩამოერთვა ყველა სფეროში (გარდა დემოკრატიისა და თავისუფლებისა), განსაკუთრებით კი იარაღის წარმოებასა და კოსმოსის გამოკვლევის საკითხებში. ეს ორი საკითხი მეტად მტკივნეული გახლდათ ყველა საბჭოთა გენსეკისათვის და გამონაკლისი ამ მხრივ, არც - ნიკიტა ხრუშოვი (1894-1971 წლები) გახლდათ.