Tag Archives: სადაც…”
რომი იყო ქალაქი,სადაც…
ხმელთაშუაზღვის აუზის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად ქცეული „მარადიული ქალაქი” – რომი იყო ქალაქი,სადაც მიცვალებულთა დაკრძალვაზე გლადიატორების ერთმანეთის ამოხოცვის ამაზრზენმა პრაქტიკამ პირველად ძვ.წ.აღ-ით 264 წელს აიღო სათავე (აღნიშნულ წელიწადს ძმებმა ბრუტებმა მამის დაკრძალვის დღეს ერთმანეთს შეაკლეს ექვსი შეიარაღებული მონა);
“ეს არის სამყარო,სადაც სიკეთე მხოლოდ ზღაპრებშია გამარჯვებული…”
“მოწყალე და მოსიყვარულე შემოქმედის მიერ ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი მწყობრი წესრიგი კი არ არის,არამედ მტრულ ძალთა ქაოსია,გასრესასა და განადგურებას რომ უქადის კაცს.ეს არის სამყარო,სადაც ადამიანი ესოდენ უმწეოა და მიუსაფარი,სადაც პატიოსნებისა და უანგარობის ერთადერთი ჯილდოა უმადურობა! ეს არის სამყარო,სადაც სიკეთე მხოლოდ ზღაპრებშია გამარჯვებული,