Tag Archives: ტომაზ ჰობზის შესახებ…
თომას ჰობსის შესახებ…
გენიალური ინგლისელი ფილოსოფოსი – თომას ჰობსი (1588-1679 წლები),რომელიც ქვეყნიერებას დედის ნაადრევი მშობიარობის შედეგადაც მოევლინა (ქალს მშობიარობა დაუჩქარა შიშმა,რომელიც გამოიწვია ინფორმაციამ ინგლისის სანაპიროებთან ესპანური არმადის გამოჩენის შესახებ),მოგვიანებით აღნიშნული მოვლენის შესახებ ერთობ მრავლისმეტყველად წერდა – „ჩემმა დედამ ტყუპები გვშობა: მე და შიშიო”.
ტომაზ ჰობზის შესახებ…
1665 წელს ლონდონი შავი ჭირის ეპიდემიამ მოიცვა,მომდევნო წელს კი საშინელმა ხანძარმა.ამ ტრაგიკული მოვლენების წარმოქმნაში ანგლიკანურმა ეკლესიამ „უღვთო” ადამიანები დაადანაშაულა და შეადგინა იმ ათეისტური ქმნილებების სია,რომლებიც უპირობოდ ექვემდებარებოდნენ კოცონზე დაწვასა და განადგურებას.