Tag Archives: ამონარიდი ჯეკ ლონდონის რომანიდან – “მარტინ იდენი”

ამონარიდი ჯეკ ლონდონის რომანიდან – „ოქროს ხეობა”

„ – ეს შეცდომაა, – აღელვებით წამოიძახა ა ჩომ. – მე ის ჩაინაგო არა ვარ, რომელსაც თავი უნდა მოჰკვეთონ. ჩემი გვარია ა ჩო. პატივცემული მოსამართლის გადაწყვეტილებით მე ოცი წლის პატიმრობა მომისაჯეს ახალ კალედონიაში.

ამონარიდი ჯეკ ლონდონის რომანიდან – “მარტინ იდენი”

“რედაქტორების დიდი უმრავლესობა,მთელი ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი,ხელმოცარულები არიან.თავის დროზე მწერლობა უცდიათ და არაფერი გამოსვლიათ.არ გეგონოს,თითქოს შემოქმედების დიდ სიხარულს თავისივე ნებით ამჯობინეს გულგამაწვრილებელი სარედაქციო მუშაობა და გამუდმებით მონურ შიშში ყოფნა – როგორ გავრცელდება ეს ჩვენი გამოცემა ან გაქნილ გამომცემლებს რა მოვუხერხოო.არა,სცადეს უკვე წერა და ჩაფლავდნენ.