ამონარიდი ჯეკ ლონდონის რომანიდან – “მარტინ იდენი”
“რედაქტორების დიდი უმრავლესობა,მთელი ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი,ხელმოცარულები არიან.თავის დროზე მწერლობა უცდიათ და არაფერი გამოსვლიათ.არ გეგონოს,თითქოს შემოქმედების დიდ სიხარულს თავისივე ნებით ამჯობინეს გულგამაწვრილებელი სარედაქციო მუშაობა და გამუდმებით მონურ შიშში ყოფნა – როგორ გავრცელდება ეს ჩვენი გამოცემა ან გაქნილ გამომცემლებს რა მოვუხერხოო.არა,სცადეს უკვე წერა და ჩაფლავდნენ.საშინელი პარადოქსიც ეგ არის სწორედ.მწერლური დიდებისაკენ მიმავალ ყველა გზას ეს ქოფაკები გუშაგობენ,მწერლობაში ხელმოცარულები.რედაქტორები,გამომცემლები… უმრავლესობა მათგანი… არა,თითქმის ყველა – ხელომოცარული მწერლები არიან.ერთ დროს უცდიათ წერა,მაგრამ ჩაფლავებულან.საცა სამართალია,ქვეყნად ყველაზე უფრო შეუფერებელნი ამ საქმისათვის ეგენი უნდა იყვნენ,მაგრამ სწორედ ეგენი წყვეტენ ნაწარმოების ბედს,რა დაიბეჭდოს და რა არ დაიბეჭდოს, – ეგენი,ეს უნიჭო და საკუთარ აზრს მოკლებული ხალხი სხვათა ნიჭისა და აზრის შემფასებლად გვევლინებიან.ამათ მოჰყვება კრიტიკოსთა არმია – ისეთივე ხელმოცარულები.ნუ მეტყვი,თითქოს თავის დღეში არ ეოცნებოთ და არ ეცადოთ წერა – სცადეს,მაგრამ ჩაფლავდნენ.თევზის ქონი ისე არ აგირევს გულს,როგორც მაგათი კრიტიკული წერილი.მაგრამ შენ ხომ იცი ჩემი შეხედულება ვაიკრიტიკოსებსა და რეცენზენტებზე.დიდი კრიტიკოსიც გამოერევა,რაღა თქმა უნდა,მაგრამ ისევე იშვიათად,როგორც კომეტა.მწერლობამ თუ არ გამიმართლა,მეც რედაქტორობას მოვკიდებ ხელს.კარაქიანი პური და ტკბილი ჩაი მაინც არ მომაკლდება”. – (ავტორი გენია.ჯი)