Category Archives: ფრაზეოლოგია
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„გიყვარდეთ ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან, შეუძლებელი რამაა. და, მაინც, უნდა გიყვარდეთ. ამიტომ მოერიეთ თქვენს გრძნობებს, ცხვირზე ხელი მოიჭირეთ, თვალები დახუჭეთ (ეს უკანასკნელი აუცილებელია), და ისე სთესეთ სიკეთე. მოითმინეთ მათგან სიავე, შეძლებისამებრ გულს ნუ მოიყვანთ. გახსოვდეთ, რომ თქვენც ადამიანები ხართ”.
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„არის რაღაც არაჩვეულებრივად მშვენიერი გულიანი ადამიანების ერთმანეთისადმი მოპყრობაში განსაცდელისა და გაჭირვების ჟამს”.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ადამიანმა რომ ბავშვის ყურადღება მიიპყროს, მარტო ის კი არ არის საჭირო, რომ ბავშვური ენით ელაპარაკოს, საჭიროა აგრეთვე მისებურად ფიქრობდეს და სჯიდეს”.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„აი, ასე მიივლ-მოივლი ცოტას, აქ მოისმენ, იქ შეხედავ, და სიკვდილიც ნაადრევი გეჩვენება – ვერაფრით ვეღარ აირჩევ დროს სასიკვდილოდ”.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„მართლაც, ღრმად რომ ჩაუფიქრდე, რამდენი გამბედაობა და თავის რწმენა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ სხვების სწავლა-დარიგება ან გასამართლება იდოს თავს”.
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„უპირველესი და ყველაზე აუცილებელი ცოდნა ყოველთვის საბოლოო მიზნის ცოდნაა: რისი გაკეთება განგიზრახავს”.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ყოველი ჩვენგანი დაბადებითვე იმ კაცსა ჰგავს, რომელიც უხეშსა და მოუხერხებელ საწოლში წევს, მოუსვენრად წრიალებს, ბორგავს, წამდაუწუმ გვერდს ინაცვლებს და მთელ ღამეს ასეთ ვაივაგლახში ატარებს,