Daily Archives: ივნისი 22, 2016

ამონარიდები ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებებიდან…

„ – ღმერთი! ღმერთი! რა უჭირს იმ ღმერთს, უბრძანოს ოსმალოს იქნება თუ სპარსელს, რაჭის ერისთავს იქნება თუ ჩვენ მეფეებს, „გაჩერდი, შენ ტყავში დაეტიე, ნუ აწიოკებ მეზობელს, თვარა, ჩემი ანგელოზების რაზმით ნაცარ-ტუტათ გაქცევო”. პატარა კაცებს გვითხრას, „ნუ ქურდობ, საზღვარს ნუ გადაწევ, თორემ რაც გაქ, იმასაც გაგიტიალებო”. არა, დამჯდარა ის დალოცვილი და სეირს უყურებს, რავა ვჭამთ ერთმანეთს…