ამონარიდები ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებებიდან…
„ – ღმერთი! ღმერთი! რა უჭირს იმ ღმერთს, უბრძანოს ოსმალოს იქნება თუ სპარსელს, რაჭის ერისთავს იქნება თუ ჩვენ მეფეებს, „გაჩერდი, შენ ტყავში დაეტიე, ნუ აწიოკებ მეზობელს, თვარა, ჩემი ანგელოზების რაზმით ნაცარ-ტუტათ გაქცევო”. პატარა კაცებს გვითხრას, „ნუ ქურდობ, საზღვარს ნუ გადაწევ, თორემ რაც გაქ, იმასაც გაგიტიალებო”. არა, დამჯდარა ის დალოცვილი და სეირს უყურებს, რავა ვჭამთ ერთმანეთს… თუ გარეშე არ შეგაჯდა ზურგზე, შინაური გაგიჩნდება კბილის მატლად. დადიანი გურიელის გლეხებს იჭერს და ყიდის, იმერეთის მეფე დადიანს მუსრს ადენს, და ისინი რაა? მამა-შვილისთვის ერთ ყურუშს არ იმეტებს, რომ ფათერაკისგან იხსნას. ღმერთი იმ ქვეყანაში მოაწყობს კაი ცხოვრებასო… აქ მოაწყოს არ ჯობია? ეჰ, ეჰ!” – (ტყვედ ყოფილის დაბრუნება) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – შემსრულებელი რომ ისე კარგი გამოდიოდეს, როგორიც ხელოვანს გულის სიღრმეში გაუსაზრებია, კაცობრიობა, ხელოვნების გარდა სხვას აღარაფერს მიქაცევდა ყურადღებას და ქვეყნიერება დაიღუპებოდა. „ღვთაებრივი კომედია” დანტესი და მიქელანჯელოს ქანდაკებანი მხოლოდ ნაწილია – და, იქნებ, მცირედიც, მოფიქრებულისა! მხოლოდ ქრისტეს მცნება და მოციქულთა ქადაგებანი არიან სრულნი და აკი იმონებენ მსოფლიოს”. – (ბუხართან)
* * *
„კარგია უმაღლესი სწავლა, მაგრამ, როცა მიუღწეველია, არ სჯობია დროზე ეწიოს სამსახურს?!” – (მოქანდაკე)
* * *
„ – ქადაგი, რას გააწყობს იქ, სადაც სიმშილი ჰკივის”. – (ქედუხრელნი)
* * *
„ნუ გეშინია ობოლო, მფარველი შენი ღმერთია. ოღონდ კი არ დაგავიწყდეს -
სოფელს ვერ გაათბობ,
სოფელს ვერ შემოსავ,
სოფელს ვერ დააპურებ,
მაგრამ მშიერს რომ ლუკმა არ გაუწოდო, ისე ნუ გაუშვებ; ტიტველს რომ ხელი მაინც არ დააფარო, ისე ნუ დასტოვებ; გაყინული რომ არ დაზილო, ისე ნუ დააგდებ…” – (ქედუხრელნი)
* * *
„შიმშილი, ბატონო ჩემო, თორემ, მაძღარი კაცი თოკზე არ დაიწყებს ხტუნვას…” - (ქედუხრელნი)
* * *
„თავისუფალი კაცი დამჯდარიც უკეთ დაიძინებს, ვიდრე ხელშეკრული დაწოლილიო”. - (ქედუხრელნი)