Tag Archives: ამონარიდები ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებებიდან…

ამონარიდები ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობებიდან…

„ – მეგონა, – ადამიანის სული ეძებს სხვა ათასის შორის თავის მონათესავე სულს. მეგონა – რა ნახავს სული მოკავშირე სულს, არ დაშორდება არაოდეს. და ეს კავშირი მეჩვენებოდა უკუნიდან წარმომდგარ ძალათ, რომელიც უკუნისამდი ცოცხლობს… შევცდი…” – (ერთი დრამის ეპილოგი)

ამონარიდები ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობებიდან…

„რანაირია ადამიანი? ცუდს თითქოს გაურბის, აძაგებს, ცდილობს მოსპოს ცუდი; ხსოვნით კი ცუდი უფრო ახსოვს, ვიდრე კარგი”. – (ალკიბიადესი)

ამონარიდები ნიკო ლორთქიფანიძის ნოველებიდან…

„ – მე არავინა მყავს, მე არაფერი მაქვს – ამას ჰქვიან „გამხეცებული” ადამიანი”. – (ესეც თქვენ)

ამონარიდები ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებებიდან…

„ – ღმერთი! ღმერთი! რა უჭირს იმ ღმერთს, უბრძანოს ოსმალოს იქნება თუ სპარსელს, რაჭის ერისთავს იქნება თუ ჩვენ მეფეებს, „გაჩერდი, შენ ტყავში დაეტიე, ნუ აწიოკებ მეზობელს, თვარა, ჩემი ანგელოზების რაზმით ნაცარ-ტუტათ გაქცევო”. პატარა კაცებს გვითხრას, „ნუ ქურდობ, საზღვარს ნუ გადაწევ, თორემ რაც გაქ, იმასაც გაგიტიალებო”. არა, დამჯდარა ის დალოცვილი და სეირს უყურებს, რავა ვჭამთ ერთმანეთს…