ამონარიდები ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობებიდან…
„ – მეგონა, – ადამიანის სული ეძებს სხვა ათასის შორის თავის მონათესავე სულს. მეგონა – რა ნახავს სული მოკავშირე სულს, არ დაშორდება არაოდეს. და ეს კავშირი მეჩვენებოდა უკუნიდან წარმომდგარ ძალათ, რომელიც უკუნისამდი ცოცხლობს… შევცდი…” – (ერთი დრამის ეპილოგი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შვილი მამაზე ყოველთვის უმცროსია”. – (პატარა კაცი)
* * *
„სხვისი მხიარულების, სიამოვნების და ბედნიერების შესწავლა, წარმოიდგინეთ, მავნეც კი არი. სხვისი გალაღებული, უნისლო და უღრუბლო ბედი სწორედ დაჩაგრულ ადამიანზე სტოვებს ჩრდილს, თითქოს შესძახის არემარეს, მე ვბრწყინავ და შენ კი ქრებიო”. – (სევდიანი ნახატები)
* * *
„ადამიანი იმდენი ღირს, რაც მთელი კაცობრიობა, ადამიანის არც გაცვლა შეიძლება, არც დაფასება, არც გამრავლება, არც გამოკლება. იგი უფასოა. იგი ერთია, მუდამ ერთი”. – (დადიანის ასული და მათხოვარი)
* * *
„არიან ადამიანები, რომელთაც დიდი წმინდა აზრი, მიზანი აქვთ, ჰყავთ ერთი საყვარელი არსება და მუდამ ერთგული რჩებიან მისი. ჰყავთ შვილი და მოელიან მის ბედნიერებას. სწამთ ღმერთი და სავსე აქვთ გრძნობა სასოებით. ასეთ ადამიანებს არც სიკვდილის ეშინიათ, არც სინდისი ჰქენჯნით. ცხოვრების მოვალეობა მოუხდიათ. განა არ შეიძლებოდა ყველა ასე ყოფილიყო?” – (მრისხანე ბატონი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღმერთი ისეთ ცხოვრებას მოგანიჭებთ, როგორისიც ღირსი ხართ”. – (პატარა კაცი)
* * *
„ეჭვიანია სიყვარული”. – (ძლიერნი სული)