ამონარიდები ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობებიდან…
„რანაირია ადამიანი? ცუდს თითქოს გაურბის, აძაგებს, ცდილობს მოსპოს ცუდი; ხსოვნით კი ცუდი უფრო ახსოვს, ვიდრე კარგი”. – (ალკიბიადესი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ე, ეხლანდელ დროს აგინებთ ყველა და წინეთ რა ყოფილა, ღმერთმა იცის!..” – (მრისხანე ბატონი)
* * *
„კარგი კარგისთვის ვის უქნია?” – (მრისხანე ბატონი)
* * *
„ზოგიერთი ვაჭრობა ჭეშმარიტად მეკობრეობაზე უარესია”. – (ალკიბიადესი)
* * *
„ძვირფასია მტრის მიწაზე მეგობარი გყავდეს”. – (მრისხანე ბატონი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საფლავის კარზე მიმდგარს არ შეჰშვენის ცოცხლებთან ძველი ანგარიშების სწორება”. – (მრისხანე ბატონი)
* * *
„რა არ მომხდარა ამ მაცდურ დედამიწაზე!” – (მრისხანე ბატონი)
* * *
„ვის არ უნდა თავი მეფედ და ცოლი დედოფლად?!” – (უვარსკვლავო ღამეში)
* * *
„ – დიდი ხანია უკვე მივხვდით, რომ ყოველისფერს თავისი დრო აქვს და ყველაფერი თავის ადგილზე კარგია”. – (შურია თუ გონების სიღარიბე)
* * *
„ – ასე იცის: საქმეს წაახდენს რეგვენი, ფათერაკს დააბრალებსო”. – (მრისხანე ბატონი) – (ავტორი გენია.ჯი)