Daily Archives: სექტემბერი 23, 2017

„დამაკვირდი”

1. „ადამიანი ხედავს,რომ ჩვენი დროის საზოგადოების ცხოვრება მგლის მორალზეა დაყრდნობილი და გააფთრებული საყოველთაო ბრძოლის პირობებში ვერ დაწინაურდება,თუ არ გამოიყენა ყველა იარაღი: პირფერობა და ყალბი ღვთისმოსაობა,მორჩილება და თავხედობა,სიმამაცე და მორცხვობა,დაშნა და ანაფორა”.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

დაასახელეთ იმ პირველი ევროპელის ვინაობა,რომელმაც ეგვიპტეში მოგზაურობის შემდეგ ძვ.წ.აღით 450 წელს პირველად აღწერა დეტალურად ამ უძველესი ცივილიზაციის ხალხში ფესვგადგმული მუმიფიცირების პროცესი.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„არ გაგიკვირდეთ, და, არსებობენ ისეთი ადამიანებიც,რომელთაც უყვართ იმის წარმოდგენა,რაც ათი წლის შემდეგ უნდა მოხდეს,ამ დროს კი ვერ ხედავენ იმას,რაც მათ თვალწინ ხდება”.

პიერ ტერაილ დე ბაიარდის შესახებ…

ერთ გონიერ კაცს უთქვამს – „არაფერია მტრისათვის იმაზე შემაშფოთებელი,როგორც თქვენი სიმამაცეო”.ეს სიტყვები რომ სრული ჭეშმარიტებაა,ამას „უშიშარ და უებრო რაინდად” წოდებული დიდი ფრანგი მხედართმთავრისა და გულმხურვალე მამულიშვილის – პიერ ტერაილ დე ბაიარდის (1473-1524 წლები) ბიოგრაფიის უკანასკნელი ფურცელიც ადასტურებს.

ამონარიდები ანრი მარი ბეილის (სტენდალის) რომანიდან – „პარმის სავანე”

„მიხვედრილი ადამიანები შენს ჭკუას შენს თვალებშიც დაინახავენ”.