Daily Archives: ივნისი 8, 2018
ამონარიდები ანატოლ ფრანსის რომანიდან – „პინგვინთა კუნძული”
„მეფე სოლომონმა ბრძანა,რთული შესაცნობია სამი რამ,მეოთხე კი სრულიად შეუძლებელი. ვერ შეიცნობ გველის კვალს კლდეზე, ფრინველისას ჰაერში, გემის წყალზე და მამაკაცისას დედაკაცში”.
„რა არის ნათლობა?”
„რა არის ნათლობა? ნათლობა სულიერი გარდაქმნის პროცესია,რომელიც ხელახლა შობს ადამიანს წყლისა და სულისაგან,რადგან წყალში იგი ცოდვებით დამძიმებული შედის,იქიდან კი ახლად მოქცეული,უმანკოებით ცხებული ახალი არსება გამოდის.