Daily Archives: მარტი 29, 2019
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„თუ დიდებას კეთილმოსილებითა და გონიერებით მიაღწიეთ, ნუ გახდებით უარესნი, მაგრამ – თუ თავშეუკავებლობითა და მანკიერებით, მაშინ ეცადეთ უკეთესებად იქცეთ; იკმარეთ ის, რომ ამ არასახარბიელო გზით უკვე აღმაღლდით”.
ძველი ბერძნები – „ეპიზოდი”
ანტიკურ ხანაში მაცხოვრებელ ელინებს ერთგულებაზე ფიცის დადების ერთობ უჩვეულო პრაქტიკა გააჩნდათ.
ამონარიდი ლევან სანიკიძის ჰეპტალოგიიდან – „შვიდი გიორგი”
„მზე ჩაესვენა დაქანცული, ჯანდაკარგული.
მაინც ფრიალებდა ქართული დროშა უკანასკნელი ხერხეულიძის ხელით ზეაღმართული და სისხლდადენილ გლეხთა მცირე გუნდით შემოსალტული.
იცით თუ არა, რომ?!
1. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, თავისი მარგინალური ქცევებითა და ეპატაჟური გამოსვლებით სახელდაგდებულ დიდ ძველ ბერძენ ფილოსოფოსს – დიოგენე სინოპელს ანდერძად დაუბარებია, გარდაცვალების შემდგომ ისე დამკრძალეთ, რომ პირისახე მიწისკენ მქონდეს მიქცეულიო, ანუ – პირუკუღმა დამასაფლავეთო.