მიგელ დე სერვანტეს საავედრა წერდა…
“ჩემს მიერ დაწერილ ნოველებს შორის ვერც ერთ ნოველას ვერ ნახავთ,საიდანაც რაიმე სასარგებლო მოძღვრება ვერ გამოიტანოთ.ჩემი მიზანი იყო,ჩვენი ქალაქის ფართო მოედანზე ერთგვარი ბურთის საგორებელი მაგიდა დამედგა,ისე,რომ ყველას,ვისაც კი გართობა მოუნდებოდა,მისულიყო,თავიც შეექცია და ამასთან,არც,ასე ვთქვათ,ვნება მიეყენებინა სულისა და ხორცისთვის,რამეთუ წესიერი და სასიამოვნო გართობა უფრო სასარგებლოა,ვინემ საზიანო.დიახ,არცა ტაძრებსა და სამლოცველოებში დავდივართ მუდამჟამს,არცა საქმეებს ვეჭიდებით დღენიადაგ,რაგინდ საშური იყოს; დგება ხოლმე საათი ხელახლა ქმნისა თუ ნეტარებისა,როცა მოღლილი სული ისვენებს; სწორედ ასეთ ჟამს ჭრიან ხოლმე ხეივნებს,ეძებენ წყაროებს,მოასწორებენ ბორცვებს და აშენებენ საოცარ ბაღებს.გავთამამდები და ვიტყვი: თუკი ამ ნოველების კითხვა ასე თუ ისე ავ სურვილებსა და აზრებს აღუძრავს ჩემს მკითხველს,უმალ ხელს მოვიჭრიდი,რომლითაც ისინი დავწერე,ვინემ მათ გამოვაქვეყნებდი; უკვე იმ ასაკს მივატანე,როცა საიქიოსთან ხუმრობა აღარ გამომადგება,რამეთუ ჩემს ორმოცდათხუთმეტ წელს კიდევ ცხრაც მივუმატე და გვარიანი სნეულებებიც ავიკიდე”. (ავტორი გენია.ჯი)