მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – “გივი შადური”
“საიდანღაც მოვალთ,ერთხელ ძლივს ამოვისუნთქვათ და ისევ ბნელ უკუნეთში ვიკარგებით. და ყველაზე საზარელი ის არის,რომ არავინ არ იცის, და ვერც ოდესმე გაიგებს – გესმით,ვერც ოდესმე გაიგებს-მეთქი! – საიდან მოვდივართ,ვის მოვყავართ და სად მივყავართ? საიდან,სად,რატომ და რისთვის?” (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“დიდებული,მშვენიერი ადათია მკვდრის საფლავზე ქეიფი.შვილი მამის ქვაზე ავიდოდა და ხელადით,ბაღდადით,ზურნით და სიმღერით იცეკვებდა,სიკვდილს სიცოცხლით სთრგუნავდა,მარადიულ არყოფნას წამიერი ყოფნით სწიხლავდა,უზღურბლოს – ადლს ამჯობინებდა,უსაზღვროს – ერთი წამი ერჩივნა.ეხე-ხე!”
* * *
“უსიხარულოდ” კი არა,სიხარულით,სიყვარულით და გულღია სიცილით დავლიოთ დღენი,რამეთუ ცრემლი სიკვდილის მონალანდია,სიცილი კი – სიცოცხლის მონაბერია”.
* * *
“სილამაზის და უბრალოების მორიგება მეტად ძნელია,მაგრამ მშვენიერებაც სწორედ ამ ორი თილისმის შედუღებაშია”.
* * *
“ურთერთის სულში ჩასახლება რომ შეგვძლებოდა,ან ერთმანეთს დავჭამდით,ან თავებს დავიხოცავდით”.
* * *
“ჭეშმარიტება ხანდახან და ზოგთათვის ნამდვილი შხამია: შესვამს,გაიგებს,გათავდება”.
* * *
“ადამიანის სიცოცხლეში რამდენიმე დღე ან საათია დიდი სიხარულისათვის გადადებული: ქორწილის ღამე,მემკვიდრის დაბადება და საპატიმროდან გამოსვლა.ყოველივე დანარჩენი უბრალო ღიმილია,დინჯი კმაყოფილება”.
* * *
“მეგობრებო,მე ძველი ელინის მოტფიალე ვარ და აგრეთვე შექსპირის,რომელიც ჰამლეტის პირით ზომიერებას ჰქადაგებს: დალიეთ! მაგრამ ნუ გაილეშებით.გაიცინეთ,მაგრამ ცხენივით ნუ აჭიხვინდებით.იმღერეთ,ოღონდ ნუ აბღავლდებით.შეიყვარეთ,მაგრამ ნუ გახელდებით და ქვეყნის ბედს თქვენს ხოშზე ნუ ჩამოჰკიდებთ”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ანგელოზი საღორეშიც ანგელოზია,ღორი კი სამოთხეშიც ღორია.მაშ იცხოვრეთ ჭაბუკებო,სანამ გეჭაბუკებათ,შემდეგ კი… შემდეგში ჩემთან ერთად იტყვით: ჭაბუკობაში ცხოვრების გამოყენება არ ვიცოდით.სიბერეში კი აღარ შეგვიძლია,მაგრამ შორს თქვენგან ეს უჟმური! შორს სიბერეც და მისი მსახვრალი სიბრძნით დაორსულებაც!”
* * *
“ზომიერება ნამდვილი ღმერთია და ვინც მას მიაგნო,ამ ქვეყნადაც ცხონებულია”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ბრიყვი,ჰიმნის მღერის დროსაც ბრიყვია”.
* * *
“ქრისტე ღმერთი ცაში აფრინდა,ყმაწვილებო,ნუღარ ელით,აღარ დაგვიბრუნდება.აფრინდა და თავისი მძიმე ჯვარი ჩვენ,საბრალო კაცუნებს დაგვიტოვა.სანუგეშოდ ისღა დაგვრჩა,რომ ერთგულად ვზიდოთ ეს ჯვარი ჩვენი “და შრომის ოფლი მიწას ვადინოთ”.
მაგრამ,მეგობრებო,უმადლოდ ჯვარის ზიდვა ქვის ადამიანსაც არ შეუძლიან.მადლი შრომის ოფლის მოსაწმენდი პირსახოცია,ჯვრის საზიდავი ურემია,რომელსაც კამეჩის ნაცვლად ადამიანი მიაგორებს,რბილი ნოხია,გოლგოთის გზაზედ დაფენილი”.
* * *
“ყოველ გზას აუცილებლად დასასრულიც აქვს.უწინ იტყოდნენ ხოლმე: ყველა გზები რომისკენ მიდისო.მე კი მოგახსენებთ,ტყუილია,ჭორია! ყველა გზები და ბილიკები იმედების ნანგრევებზე იყრის თავს”.
* * *
“მეგობრებო,ამქვეყნად ყოველივე საფლავის არჩევით და მწუხრით თავდება”.