მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – “ჯაყოს ხიზნები”
„სსს…აკვირველია, ღმერთმანი: ადამიანმა რომ თავისი ბოროტი საქმენიც ისე ხშირად მოინანოს, როგორც სიკკეთეს ნანობს ხოლმე, მისი სიცოცხლე, განუწყვეტლივ სინანულად გადაიქცეოდა”.
* * *
„ – ესეც იცოდე: შეუგნებელთან პურის ჭამას შეგნებუთან ომი გერჩივნოს”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მხოლოდ ადამიანს მიაჩნია ღორი და ძაღლი, ღორობა და ძაღლობა უწმინდურებად, საზიზღარ ქმნილებად და უუდიდეს უბედურებად, თორემ აბა იმ ღორს და ძაღლს გააგებინე ადამიანის ნ…ნნამდვილი ბედი და მერმე ჰკითხე, რა ურჩევნიათ, ღორობა თუ ადამიანობა?”
* * *
„მოგ…გეხსენება გამარჯვებულის და ბრბოს ფსიქოლოგია. კაენს და იუდას რომ გაემარჯვნათ, ხალხი ორივეს კაენობას და იუდობას აპატიებდა”.
* * *
„ – მართალია მეთევზე, რომელმაც მღვრიე წყლით ისარგებლა. ბრალიანი არც მგელია, რომელიც უპატრონო ბატკანს წააწყდა. განგებას ერთისთვის ბადე მიუცია, მეორისთვის კი ბასრი კბილები. კისრებიც მოუტეხნიათ თევზებსაც და ცხვრებსაც! თვითონვე იტირონ თავიანთი უგუნურება და უღონობა! ქვეყანას მათთვის არა სცალიან. ის თავისთვის ტრიალებს და შეჭმულ ბატკნებს და თევზებს არც ამჩნევს და არცა სთვლის”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ვინც თავის მტერს იბრალებს, ის თავისივე თავს ჰღუპავს. გულჩვილნი და გულკეთილნი ამ ქვეყნად ვეღარ გასძლებენ. მეც ცხოვრების წიგნაკში ასეთი სადღეისო ათი მცნება ჩავიწერე. მაგალითად: მგლებთან მგლობა და ცხვერბთანაც მგლობა.
- კარგად არის ნათქვამი.
- ცხვარი ღმერთს მოსაწველად, გასაკრეჭად და შესაჭმელად გაუჩენია.
- ეგეც კარგია.
- ვინც ღილი მოგწყვიტოს, ის თავით-ფეხებამდე გაატიტვლე. ხოლო ვინც არაფერი დაგიშავოს, ის გაატყავე.
- აი გიშველა ღმერთმა.
- ცხოვრების მდინარეში პირაღმა ცურაობა გიჟების საქმეა. წყალს გაჰყევი, სამშვიდობოს გაგიყვანს.
- რაც მართალია, მართალია!
- ვისაც ერთი ტყავი აქვს, ორი გააძერი, ვისაც ორი აქვს, ხუთი ააგლიჯე; ვისაც არა აქვს, ათი წააძრე.
- ხა-ხა-ხა!
- მადლს ნურავის უზამ, თორემ დამადლებულ მადლს არ გაპატიებს და სამაგიეროს შხამით გადაგიხდის.
- მაგას კი არაფერი სჯობია! ეგ ჭეშმარიტება მეც ათჯერ და ასჯერ გამომიცდია.
- სიკეთეს ნუ დასთესავ, თორემ ლენცოფა ამოვა.”
* * *
„ – არავითარი შესწორება, არავითარი დამატება, არც არავითარი გამონაკლისი! ან უნდა დაჰყო სავსებით, ან მიიღო და შეურიგდე ყველაფერს: ავსაც და კარგსაც, მზესაც და ჭუჭყსაც, ბნელსაც და ნათელსაც! უნდა მიიღო იგი და უკლებლივ, მთლიანად, უეჭვოდ, გულღიად, გულწრფელად და სიყვარულით, თორემ ერთი წვეთი ეჭვი ისევ მოგიწამლავს სიცოცხლეს და დღევანდელივით დაგაბნელებს”.
* * *
„ – ცოდნას და რწმენას ერთმანეთს ნუ შეახვედრებ, ნუ დაუპირდაპირებ, თორემ ერთმანეთს დაანგრევენ და დასწვავენ”. (ავტორი გენია.ჯი)