თედორე დოსტოევსკის რომანიდან – “მოთამაშე”
“მუდამ სულელურად მივიჩნევდი ერთი გაქსუებული,ჯიბესავსე მორალისტის მოსაზრებას,რომელმაც ვიღაცის თავის მართლებაზე,ხომ წვრილმანი ფულითაც თამაშობენო, – პასუხად ასე ბრძანა: წვრილმანი ანგარება კიდევ უფრო უარესიაო.თითქოსდა წვრილმანსა თუ მსხვილმან ანგარებაში რამე განსხვავება იყოს.ეს ერთმანეთის პროპორციული რამაა,რაც როტშილდისათვის წვრილმანია,ჩემთვის დიახაც მსხვილმანი გახლავთ.რაც შეეხება გამორჩენასა და მოგებას,მხოლოდ რულეტზე კი არა,სადაც გინდათ,ადამიანები მუდამ ერთმანეთს აცლიან ლუკმას და მუდამ მოგებას ცდილობენ.ხოლო გამორჩენა და მოგება რაოდენ საძაგლობაა,ეს უკვე სხვა საკითხია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ადამიანი ბუნებით მტარვალია,სხვისი წვალება უყვარს”.
* * *
“ზოგჯერ ყოვლად გიჟური და ერთი შეხედვით ყოვლად განუხორციელებელი აზრი და ფიქრი ეგზომ ძლიერად გაგიჯდება თავში,ბოლოს თვითონაც შესაძლებლად მიიჩნევ… კიდევ მეტი: თუ ამ ფიქრს ძლიერი და დიდი სურვილიც მიემატება,მგონი,ისეთ ფატალურ,უცილობელ,შენი ბედის წიგნში ჩაწერილ ამბად მიიღებ,რომელიც არ შეიძლება არ აგისრულდეს! იქნებ აქ კიდევ სხვა რაღაც არის,ნაზავი რაღაც წინათგრძნობათა,ნებისყოფის რაღაც უჩვეულო დაძაბულობა,საკუთარი ფანტაზიით თავის მოწამვლა თუ სხვა კიდევ – არ ვიცი და ვერაფერს ვიტყვი”.
* * *
“ადამიანს ყველა გარემოებაში შეუძლია ღირსება შეინარჩუნოს.თუ საამისოდ ბრძოლა დასჭირსდა,ეს კიდევ უფრო აამაღლებს,ვიდრე დაამცირებს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ცივილიზებული ევროპელის სიკეთითა და ღირსებათა კატეხიზმოში ისტორიულად ლამის მთავარ მუხლად მიიჩნევა გამდიდრების ნიჭი და უნარი.ხოლო რუსს არათუ გამდიდრების ნიჭი მომადლებია,რაც აბადია,იმასაც სულელურად ანიავებს”.
* * *
“ადამიანს მართლაც უყვარს საკუთარი მეგობარიც კი თავის წინ დამცირებული იხილოს… მეტწილად დამცირებაზეა დამკვიდრებული სწორედ მეგობრობა.ჭკვიანმა ხალხმა დიდი ხანია იცის ეს ჭეშმარიტება”.