უილიამ შექსპირის სონეტების შესახებ…
გენიალურმა ინგლისელმა პოეტმა და დრამატურგმა - უილიამ შექსპირმა (1564-1616 წლები) თავისი ცხოვრების განმავლობაში,საერთო ჯამში – 154 სონეტი დაწერა.მკვლევარების მოსაზრებით,შექსპირის “უკვდავი სენეტები” დაწერილი უნდა იყოს 1592-1599 წლებში,ხოლო მათი პირველი ოფიციალური გამოქვეყნება 1609 წელს განხორციელდა,თუმცა ავტორის სახელწოდების მითითების გარეშე (138 და 144 სონეტები გამოქვეყნებული იქნა 1599 წელს ერთ-ერთ მეკობრულ კრებულში – “ვნებიანი პილიგრიმი”).სონეტების მთელი ციკლი დაყოფილია ცალკეულ თემატურ ჯგუფებად. (ავტორი გენია.ჯი) სერ ფილიპ სიდნეის 1591 წლის არაოფიციალური გამოცემა -”ასტროფილი და სტელა” ცხადყოფს,რომ სონეტების ჟანრზე იმ პერიოდში დიდი მოთხოვნილება არსებობდა (სონეტი პოეტური ხელოვნების უმთავრეს საზომად მიიჩნეოდა).არსებობდა სონეტის შექმნის მრავალი ნიმუშიც,რომლებიც მიძღვინილი იყო როგორც რეალურ პიროვნებებზე,ასევე გამოგონილზეც.შესაძლოა,უილიამი სონეტებს გამოსაქვეყნებლად არც კი წერდა,მით უმეტესს,თუ გავითვალისწინებთ,რომ სონეტების დაწერიდან გამოცემამდე თხუთმეტწლიანი ინტერვალია.შექსპირის პირველი სონეტები ახალგაზრდა კაცს ეძღვნება,რომელსაც ავტორი ურჩევს,ცოლი შეირთოს და თავისავით ლამაზი შთამომავლობა დატოვოს.დღემდე გაუთავებლად კამათობენ,თუ ვის ეძღვნება უილიამის პირველი სონეტები.ბიოგრაფების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს,რომ შექსპირის რჩევის ადრესატი გრაფი საუთჰმპტონია,ვინაიდან მან უარი განაცხადა ლედი ელისაბედ დე ვერის ცოლად შერთვაზე.თუმცა,უფრო შესაფერისი კანდიდატი,ვისთვისაც ულიამს სონეტის მიძღვნა შეეძლო – უილიამ ჰერბერტია (მომავალი გრაფი – ჰემბროკი).მანაც 1595 წელს,თხუთმეტი წლის ასაკში,უარი თქვა,ცოლად მოეყვანა სერ ჯორჯ ქერის ქალიშვილი.შესაძლოა,ამ ამბავმა შექსპირს სონეტის იდეა შთააგონა.გასათვალისწინებელია ისიც,რომ პემბროკის მამა იმ დასის მფარველი გახლდათ,რომლის წევრიც სონეტის ავტორი იყო და რომლისთვისაც შექსპირი წერდა.ასე რომ,სრულიად ბუნებრივი იქნებოდა,თუ გრაფი პემბროკი შექსპირს სონეტების დაწერას მოსთხოვდა,რათა პოეტური ფორმით შეეგულიანებინა საკუთარი ვაჟი,ოჯახისათვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიეღო.
შექსპირის შემოქმედების მკვლევარებს არაერთხელ უცდიათ,მის სონეტებში თანმიმდევრული თხრობა აღმოეჩინათ.პირველი ჩვიდმეტი სონეტი ეძღვნება ახალგაზრდა კაცს,რომელსაც უილიამი დაქორწინებას ურჩევს.მომდევნო სონეტებში,ერთმანეთთან შეუსაბამო გრძნობებით,მეტ სიყვარულსა და სიახლოვეს ამჟღავნებს ადრესატის მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) ბოლო ოცდაშვიდ სონეტს რაც შეეხება,რომელიც “შავგრემან ქალბატონს” ეძღვნება,ხანდახან ეჭვი ჩნდება,რომ ადრესატი ერთი და იგივე ადამიანი არ არის.მაგალითად, 145-ე სონეტი ენ ჰეთუეიზე უნდა იყოს დაწერილი,თანაც,ბევრად ადრეულ პერიოდში.რა თქმა უნდა,ისიც დასაშვებია,რომ სონეტების უმრავლესობა კონკრეტულად არავის არ ეძღვნებოდეს.შექსპირის სონეტებზე შეიძლება ითქვას ის,რასაც “როგორც გენებოთ”-ში ამბობს კლოუნი – “რაც უფრო მართალია პოზეია,მით მეტია იქ გამონაგონია”.
შექსპირის სონეტებზე საუბარი პირველად 1598 წელს დაიწყო.ორი სონეტი,როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,გამოქვეყნებული იქნა ანთოლოგიაში – “ვნებიანი პილიგრიმი”.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ავტორი ერთობ გაუნაწყენდა გამომცემელს,რადგან მისგან დაუკითხავად გამოქავეყნა ისინი.
უკვე რამდენიმე თაობა კამათობს,შექსპირის სონეტები დრამატიზებული მონოლოგების ცდაა თუ სასიყვარულო გზავნილები.თუმცა ამ კითხავზე ზუსტი პასუხი მაინც ვერ მოიძებნა.როდესაც შექსპირი თავის მეტოქე პოეტს მიმართავს,მიიჩნევენ,რომ შესაძლოა – სემუელ დენიელს,ქრისტოფერ მარლოს,ბარნაბი ბერნსს ან ჯორჯ ჩეპმენს გულისხმობდეს.რაც შეეხება ახალგაზრდა კაცის სახეს,რომლითაც შექსპირი აღტაცებულია და ძლიერ უყვარს,მას გრაფ საუთჰემპტონთან აიგივებენ.”შავგრემანი ქალბატონი” კი,სხვადასხვა დროს,იყო მერი ფიტონიც,ემილია ლანიერიც და ასევე,შავკანიანი მეძავიც,თერნმილის ქუჩიდან.შემორჩენილია ჩანაწერები,თითქოს ემილია ლანიერმა,მას შემდეგ,რაც უილიამი მიატოვა,საუთჰემპტონთან გააბა რომანი.არსებობს ვარაუდი,რომ შექსპირს ქალისგან ვენერიული დაავადება გადაედო,რაც კიდევ უფრო უმძაფრებდა დარდს.ფაქტია,რომ უილიამის სონეტის ერთ-ერთი მოტივია თუ როგორ დიდსულოვნად გადასცემს საყვარელ ქალს თავის ახლო მეგობარს.
არსებობს ისეთი ვერსიაც,რომლის თანახმადაც შექსპირი თავად იყო ადრესატი თავისივე სონეტებისა.თუმცა აღნიშნულის დადასტურებაც დაზუსტებით ვერ ხერხდება.საინტერესოა ის გარემოება,რომ 1609 წელს გამოქვეყნებულ უილიამ შექსპირის სონეტების კრებულს საზოგადოებაში დიდი აღტაცება არ გამოუწვევია და მკითხველი მას უნივერსალური დუმილით შეხვდა.თუმცა,გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ,მის მიერ დაწერილმა “უკვდავმა სონეტებმა” მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი და პოეზიის მოყვარულებში უდიდესი სიყვარულიც დაიმსახურეს. (ავტორი გენია.ჯი)