მიგელ დე სერვანტეს საავედრას გენიალური რომანიდან – “დონ კიხოტი”

“თუ მუცლის საძღომი მექნა,იმპერატორის გვერდით ჯდომას მირჩევნია,ჩემთვის,ცალკე,ზეზეულადა ვჭამდე.ან თუ ნებას დამრთავთ,უფრო გულახდილად მოგახსენებთ: ჩემს ჭერქვეშ,სადაც არც თავპატიჟი მჭირდება და არც დიდი მანჭვა-გრეხა,ცეცხლს მიფიცხებულსა თუ კუთხეში მყუდროდ მიყუჟულს,ხახვი და ხმელი პური უფრო ტკბილად შემერგება,ვიდრე კაი მსუქანი ინდაური – სტუმრად; თუ ლუკმას ჩემებურად ვერ მოვუქნიე ყბა და ვერც ჩემს გემოზე ვსვი,წამდაუწუმ ხელსახოცით ვიწმინდე ტუჩ-პირი,ვერც დახველება გავბედე,ვერც ცხვირის დაცემინება და დამთქნარება,როცა ამისი ჟინი მომივლის,ვერც ესა ვქენი და ვერც ის,რასაც,მარტო რომ ვყოფილიყავი,არც არავის დავერიდებოდი და არც რას დაგიდევდით, – თქვენვე მიბრძანეთ,ამ ჭამას ჭამა ეთქმის?”

* * *

“თქვენ ამბობთ,რომ ღმერთმა მშვენიერი გამაჩინა; იმდენად მშვენიერი,რომ ვინც კი მნახავს,შეუძლებელია,არ შემიყვაროს; მაგრამ,იმავდროულად,ერთხმად მოითხოვთ და მავალდებულებთ,რომ მაგ თქვენი სიყვარულის სანაცვლოდ მეც შეგიყვაროთ.ბუნებით თანდაყოლილი გონიერება,რომლითაც ღმერთმა დამაჯილდოვა,მკარნახობს,რომ შეუძლებელია არ გიყვარდეს მშვენიერება,მაგრამ ნუთუ ის,ვინც მისი მშვენიერების გამო უყვართ,ვალდებულია ასევე უყვარდეს ყველა,ვისაც ის უყვარს? რატომ იმას არ უფიქრდებით,რომ მშვენიერი ქალის ტრფიალი,თავის მხრივ,შეიძლება მახინჯი და ზიზღის ღირსი იყოს.ჰოდა,მოდის ეს მახინჯი და გეუბნება: “მიყვარხარ,იმიტომ,რომ მშვენიერი ხარ,ამიტომ შენც უნდა შემიყვარო,თუმცაღა მახინჯი ვარო”.განა ეს სამართლიანია? მაგრამ დავუშვათ,რომ ორივე მხარე ერთნაირად ლამაზია; ნუთუ მხოლოდ ამიტომ ორივეს სურვილიც ერთნაირი უნდა იყოს? რადგან ყოველნაირი სილამაზე როდი იქცევა სიყვარულის საგნად; არსებობს მშვენიერება,რომელიც მხოლოდ თვალს იტაცებს,მაგრამ გულს კი ვერ იმორჩილებს.ყოველნაირი სილამაზე რომ სიყვარულს აღგვიძრავდეს და გვიმონებდეს,ჩვენს გარშემო იქნებოდა მხოლოდ უმისამართო სურვილებისა და ბუნდოვანი ვნებების უთავბოლო ორომტრიალი,ვინაიდან ვერც ერთი ვნება-სურვილი ვერ შესძლებდა ამა თუ იმ მშვენიერებაზე შეეჩერებინა თავისი არჩევანი; რაკიღა მშვენიერ არსებათა რიცხვი უსასრულოა,ასევე უსასრულო იქნებოდა ჩვენი სურვილებიც.მე კი გამიგონია,რომ ჭეშმარიტი სიყვარული ერთადერთია; რომ ის თავისუფალია და არა ნაძალადევი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

” – ნეტავი იმ დროს და საუკუნეს,რომელსაც ჩვენმა წინაპრებმა ოქროს საუკუნე უწოდეს; მაგრამ იმიტომ კი არა,რომ ოქრო (ესოდენ ფასდაუდებელი ამ ჩვენს რკინის საუკუნეში) იმ ნეტარ დროს უშრომლად და უწვალებლად იშოვებოდა,არამედ იმიტომ,რომ მაშინდელმა ადამიანებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ ორი სიტყვა: ჩემი და შენი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ისტორიკოსთა უპირველესი მოვალეობა ის არის,რომ ზუსტნი იყვნენ,მართალნი და მიუკერძოებულნი; რომ ვერც შიშმა,ვერც ანგარებამ,ვერც მტრობამ და ვერც მეგობრობამ ვერ გადაახვევინონ სიმართლისა და ჭეშმარიტების გზიდან; ხოლო ჭეშმარიტება ისტორიის ასულია,თვით ისტორია კი – მარადმედინი დროის მეტოქე,კაცთა ქმედების საგანძური,წარსულის მოწმე,აწმყოს ნუგეში და მაგალითი,მერმისისათვის კი – გაფრთხილება”.

* * *

” – სილამაზეს თავდაჭერილობა შეჰფერის,უმიზეზო სიცილი კი გონებაშეზღუდულობის ნიშანია”.

* * *

“ოჰ,შურო,ათასგვარი უბედურების სათავევ,,სიქველისა და სათნოების ულმობლად მღნელო ჭიავ! ყველა სხვა ბიწი ერთგვარ სიტკბოებას მაინც იმარხავს,სანჩო,მაგრამ შური არაფერსაც არ იმარხავს,ზიზღის,სიძულვილისა და სიავის გარდა”.

* * *

“დედ-მამის ვალია სიყრმითგანვე სიქველის,სათნოებისა და ქრისტიანული სიკეთით მადლმოსილი ცხოვრების გზაზე დააყენონ შვილები,რათა უკვე მოზრდილნი და მოწიფულნი ყავარჯნად ექმნენ თავიანთ მოხუც მშობლებს,ხოლო მათი სახელი საამაყოდ დარჩეს შთამომავლობას”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>