ჯემალ ხოფერიას რომანიდან – “ვტყუივარ შენთან”

” – ღმერთი თუ გიყვარს შენ,ზეზვა?! ქრისტე ღმერთი ჩვენი! ისე,ჩვენში დარჩეს და დიდი უცნაური ვინმე კი იყო ჩემმა მზემ: რა რწმენა გააჩნდა ამხელა,რომ თავისი პრინციპის გადაუთქმელობის გამო რომ აწამეს? ჯვარზე ხომ გააკრეს? სასაცილოა ისე: რომელზედაც ფიცარივით უნდა მიეჭედებინათ,საკუთარი ზურგით ათრევინეს იქ,მაღლა,იმ მთაზე… რა ქვიოდა? ჰო,გამახსენდა – გოლგოთა!

- ქრისტე ადამიანის იდეალია,რომ იცოდე შენ.რაც ადამიანში უნდა იყვეს და არაა სამწუხაროდ,სწორედ ისაა ქრისტეში.

- ყველა რომ ქრისტეს გავდეს,მაშინ ხომ ყველა ღმერთი იქნებოდა?

- იქნებოდა ალბათ…

- არა,ნაღდად მაგარი რწმენისა ყოფილა,კაცო,მე ვერ გავუძლებდი ვერასდიდებით,ვერც იმ ჯვარს ვათრევდი მაღლა და ვერც იმ ჯვარზე გავეკრებოდი!

- ყოველ ჩვენგანს ჩვენ-ჩვენი გოლგოთა გვაქვს ასავლელი ცხოვრებაში და ავდივართ კიდეც,ყოველი ჩვენგანი თავისებურად ავდივართ.ესაა მხოლოდ,ჯვარის ატანა და იმ ჯვარზე გაკვრა აღარ შეგვიძლია.ყველაფრის რწმენა გვაქვს დაკარგული და მიტომ!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“მაინც რა უცნაური რამაა ადამიანი – რაგინდარა დამნაშავე იყოს,ყოველთვის ცდილობს,რამენაირად გაიმართლოს თავი; და რაც უფრო დიდია მისი დანაშაული,მით უფრო მეტი სიჯიუტითა და ორმაგი დაჟინებით,სასოწარკვეთით ცდილობს ამას”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“თუკი ერთხელ მაინც არ დავმარცხდით,ერთხელ თუ ხელი არ მოგეცარა,ერთხელ იმედი არ გადაგვიწყდა,ისე აბა როგორ აღვიქვავთ შემდგომი გამარჯვების ნამდვილ ჭეშმარიტ სიხარულს?”

* * *

“ღირსება დაკარგულ კაცზე ცოდვა და საბრალო არავინაა ამ ქვეყანაზე”.

* * *

“ადამიანის დანახვა,როგორიც არ უნდა იყოს იგი,არ უნდა გეწყინოს,არ უნდა შეგეზაროს ადამიანი,არ უნდა ითაკილო,არ უნდა იფიქრო,მასზე მაღლა ვდგავარო და ვერ ვიკადრებო.თუ გულით არ შეგიძლია ეს,არ უნდა აგრძნობინო მაინც.ჰმ,ჩვენ ადამიანები ხომ საჭიროემისამებრ ხშირად ვთვალთმაქცობთ და ამას აუცილებელ საჭიროებად ვთვლით”.

* * *

“ერთ რამეში დამერწმუნე და დამიჯერე! – ეს გაოხრებული,წამხდარი ცხოვრება ნამდვილად არ ღირს იმად,რომ სერიოზულად იფიქროს რაიმეზე კაცმა,ნელა,ფრთხილად,ალღოინად და გეშიანად მიყვე უნდა ცხოვრებას და ისე გაათრიო წუთისოფელი,როგორც შეგეძლება,როგორც საშუალება გაგაჩნია მაგისა.იცი,რა არის მთავარი? შეეგუო უნდა ყველაფერს,ხელი ჩაიქნიო ყველაფერზე,რაცა გაქვს,რაც გაგაჩნია იმისი კმაყოფილი უნდა დარჩე და ზედმეტი,შეუძლებელი აღარაფერი იფიქრო!”

* * *

“რამდენი ადამიანიცაა,იმდენი გაგება,იმდენი შეგნება და ღირსებაა იმდენი! მაგრამ მოდი რა,ნუღარ გავიტანჯავთ თავს ამაზე მსჯელობით.რა ჩვენი საქმეა? ჩვენზე გაცილებით ჭკვიანმა ხალხმა ვერ გაუგო ამას თავი და ბოლო.მოდი,უსიტყვოდ,უხმოდ ვიფიქროთ ჩვენ-ჩვენი საფიქრალი და ჩვენი სადარდებელიც ვიდარდოთ უხმოდ.ზოგჯერ ამაოა სიტყვა,მტკიცება და დუმილი,სიჩუმე უფრო ესადაგება,უფრო შველის საქმეს”.

* * *

“ყველაფერი სისულელეა,მტკნარი სიცრუე და აბსურდია.ერთი მითხარი აბა,ყველაფერი ხომ წარმავალია და არაფერია მუდმივი,მარადიული,ყველაფერს თავისი აღსასრული აქვს და აღარაფერია მარადიული და მუდმივი ამ ბუნებაში,ჩვენ კი,მიუხედავად იმისა,რომ ვიცით ეს,მაინც ავდგებით და ვფიქრობთ,განვიცდით,გვაწუხებს რაღაც,ვტირით,გვტკივა… სადღაა ლოგიკა? სადღაა გააზრებული,ჭკვიანური მიდგომა? შენის აზრით მაინც რამდენი შეიძლება იცხოვროს კაცმა – სამოცი,ოთხმოცი,ოთხმოცდაათი,ჰა და ჰა,ასი! ბოლოს კი გარდაუვალი სიკვდილია,ხომ? ასე ცოტას ვცხოვრობთ ამ ყვეყანაზე,ასე ქვია,დროებითა ვართ მოსულები და გაძაღლებული ცხოვრების მდგმურები ვართ.მითხარი,რატომ,რისთვის,რა ჯანდაბისტვის უნდა ვიფიქროთ,როცა ვიცით,წინ ულმობელი სიკვდილია? მაინც რაზე ფიქრობს ახლა ყველა? ბევრ ფულზე,კარგ ცხოვრებაზე,ჭკვიან ცოლ-შვილზე,მანქანაზე,კარგ,სარფიან სამსახურზე… ჰი-ჰიი! მითხარი ერთი ჩემო ფიქრიანო ძმაო,ვის რაში სჭირდება ეს დროებითი კეთილდღეობა და სახელი? არაფერი არაფრისათვის! – აი,ჩემი დევიზი.ამ დევიზით უნდა ვიცხოვრო აწი და ეშმაკის გასაცინრად,იქნება უფრო მეშველოს რამე…” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ჩვენ,ადამიანებს,აბა ვინ გვაპატიებს,არ ვიფიროთ? მხოლოდ ცხოველი არ ფიქრობს არაფერზე და ამიტომაც ვეძახით ცხოველს.ჩვენ კი,ადამიანებმა უნდა ვიფიქროთ,უნდა განვსაჯოთ,უნდა ვამტკიცოთ,უნდა დავრწმუნდეთ,აბა ისე რა გამოვა? თუ არ ვიდარდეთ,თუ არ ვიწუხეთ,თუ არ აგვეწვა,თუ არ შეგვრცხვა,თუ არ შეგვიყვარდა,თუ არ შეგვძულდა,თუ არ მოგვენატრა და დავივიწყეთ,არაფერი გამოვა ისე.ჩვენ უნდა ავიტანოთ,გავიტანოთ,სხვისი ჭირი ჭირად უნდა გავიხადოთ,წაქცეული წამოვაყენოთ,წაფორთხიალებულს წამოვეშველოთ,ჩვენ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი…”

* * *

“ერთი რამე უნდა გახსოვდეს ყოველთვის – არავის გაუკეთო სიკეთე! იმიტომ რომ ზოგიერთი ადამიანი მოდგმით ღორია და არასდიდებით არ დაგიფასებს.ზოგიერთ ადამიანს თუკი ერთხელ დაეხმარე – მერე მორჩა – სავალდებულოდ გაგიხდის და ყოველთვის მოგთხოვს,დაგავალდებულებს,მისცე,დაეხმარო, და ერთხელაც თუ შეგეშალა ხელი,გათავებულია საქმე – ჩასთვალე,რომ მტერი მოიკიდე.ნუ იქნები კეთილი და აღარც მტერი გეყოლება,ყოველთვის კეთილი კაცის სახელით ისარგებლებ!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>