ამონარიდები კამილო ხოსე სელას მოთხრობებიდან…
“იმაზე უარესი არაფერია,როდესაც ადამიანი თანდათანობით რწმუნდება თავის უმაქნისობაში.თუ უცებ დარწმუნდა,ნუ გეშინიათ,მაშინვე დაავიწყდება.მაგრამ თუ ამას მიხვდა ნელ-ნელა,თანდათანობით,მაშინ საქმე ცუდადაა.მაშინ ისე ჩაუჯდება ტვინში,ვეღარავინ აღმოფხვრის და იგი ჩამოხმება,გაფითრდება,დასჩემდება უძილობა,დამნაშავეთა სენი,მაშინ მისი საქმე წასულია”. – (საიდუმლო მკვლელობა ბლანშარის ქუჩაზე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ყოველი საათი გვკოდავს; უკანასკნელი – გვკლავს”. – (პიო ბაროხა სამოცდათვრამეტი წლის მიჯნაზე)
* * *
“ბავშვობა დაკარგული სამოთხეა”. – (ბავშვობა დაკარგული სამოთხეა)
* * *
“ცუდი საქციელი უფროსების პრივილეგიაა,ბავშვებისათვის იგი უცნობია; უცნობია მოხუცებისთვისაც,რომლებიც ხრახნიდან ამოვარდნილი ჭანჭიკივით მხიარულ და სულელურ ბავშვობას უბრუნდებიან”. - (ბავშვობა დაკარგული სამოთხეა)
* * *
“ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ფული ღირს,ოღონდ კი ხალხმა არ გაიგოს,რომ იხვს კი არ მიირთმევს,არამედ ბოცვერს”. – (ყოჩაღი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ავადმყოფობის თავიდან აცილება უფრო იოლია,ვიდრე მისი მკურნალობა”. – (ფლერ დ’ორანჟი – უმანკოებისა და სევდის ყვავილები)
* * *
“ბავშვები იმ ასაკში,როდესაც მთელი მათი ძალა სიმაღლის მომატებაზე იხარჯება,ძალიან მგრძნობიარენი არიან.მათ ბუნდოვნად სურთ,რომ ქვეყნად სიკეთე სუფევდეს და არ ესმით,რა ხდება გარშემო”. – (სახალხო სეირნობა)
* * *
“ერთი ბატონი შუა ოთახში დგას და ჩაქუჩს ირტყამს თავში,მეორე ბატონი კი,რომელიც ზის,ეკითხება: “პეტერს,გეთაყვა,რატომ ირტყამთ თავში?” ამაზე პეტერსი ნეტარი ღიმილით უპასუხებს: “რომ იცოდეთ,როგორ შვებას ვიგრძნობ,როცა მივატოვებ!” – (სახალხო სეირნობა) - (ავტორი გენია.ჯი)