მიგელ დე სერვანტეს საავედრას შედევრიდან – “დონ კიხოტი”
“გახსოვდეს,სანჩო,თუ სიქველის გზას აირჩევ და ქველმოქმედებას დაისახავ ცხოვრების მიზნად,შურის თვალით აღარ დაუწყებ ყურებას იმათ,ვისაც წინაპრებად მეფეები და მთავრები ჰყავს,რადგანაც გვარიშვილობა მემკვიდრეობითია,სიქველე კი – შეძენილი და მას თავისთავადი ღირებულება აქვს,რასაც გვარიშვილობა ვერ დაიკვეხნის.რახან ასეა,როცა შენს კუნძულზე რომელიმე ნათესავი გეწვევა სტუმრად,ნუ ითაკილებ და ნურც შეურაცხყოფას მიაყენებ; პირიქით,გულთბილად მიიღე და მიუალერსე.ამით ღმერთსაც აამებ,რომელსაც არა ნებავს,რომ მის რომელიმე ქმნილებას ზიზღით უყურებდნენ, და ბუნების ბრძნულ კანონსაც აღასრულებ.თუ კუნძულზე ცოლსაც წაიყვან (რადგან არ ვარგა,როცა ამა თუ იმ თანამდებობაზე ხანგრძლივი ვადით გამწესებული კაცი წლების მანძილზე ვერ ხედავს ცოლ-შვილს),ეცადე,ასწავლო და გაანათლო,მისი ბუნებითი სიტლანქე და მოუქნელობა დახვეწო,ჭკუა დაარიგო და თადარიგიანობა მოსთხოვო,ვინაიდან რასაც ჭკვიანი გუბერნატორი წლების მანძილზე შეიძენს,მის ჭკუათხელსა და ტუტრუცანა ცოლს შეუძლია ერთ წამში გაფლანგოს და გაანიავოს.ვინიცობაა დაქვრივდე (შეუძლებელი არა არის რა) და შენი თანამდებობის შესაფერისი თანამგზავრი აირჩიო,ისეთს კი ნუ შეირთავ,რომ ცთუნების აირაღად – ანკესად გექცეს და შენ,როგორც ქარიყლაპია თუ ქრთამიყლაპია,ზედ წამოეგო.ჭეშმარიტად გეტყვი შენ,რომ ქრთამისათვის,რასაც ხალხს გამოსძალავს მსაჯულის ცოლი,განკითხვის დღეს მის ქმარს მოსთხოვენ პასუხს და ოთხმაგად აზღვევინებენ სიცოცხლეში ჩადენილ ცოდვებს.ყოველნაირად ეცადე,თავი აარიდო თვითნებობას,რადგანაც თვითნებობა ნიშნეულია უვიცთა და უმეცართათვის,ბრძენკაცებად რომ მოაქვთ თავი.ღარიბის ცრემლმა უფრო მეტი თანაგრძნობა ჰპოვოს შენს გულში,ვიდრე მდიდრის ჩივილმა.გამუდმებით ეძიებდე ჭეშმარიტებას; ნუ შეგაცდენს ნურც მდიდრის ქრთამი თუ აღთქმა,ნურც ღარიბის ქვითინი და თხოვნა-მუდარა.იქ,სადაც შესაძლებელია შემწყნარებლობა,ნუ დაატეხ თავზე ბრალდებულს კანონის მთელ რისხვას,ვინაიდან გულმხეცი მსაჯულის სახელი არაფრით არა სჯობს სახელს გულმოწყალე მსაჯულისას.თუკი მართლმსაჯულების კვერთხი ოდესმე მაინც მოიხრება შენს ხელში,დაე,ეს მოხდეს არა ქრთამის სიმძიმით,არამედ სიბრალულისა და თანალმობის ზემოქმედებით.თუკი ოდესმე მოგიწევს შენი მტრის საქმის განხილვა,დაივიწყე შენთვის მოყენებული შეურაცხყოფა და იფიქრე მხოლოდ იმაზე,თუ ვის მხარესაა სიმართლე. (ავტორი გენია.ჯი) სხვისი საქმის გარჩევისას თვალს ნუ აგიხვევს პირადი ჟინი,თორემ ხშირ-ხშირად დაუშვებ ისეთ შეცდომებს,რომელთა გამოსწორებაც,უმეტესწილად,შეუძლებელია,ან თუ შესაძლო იქნა, – მხოლოდ შენი კეთილი სახელისა და თვით შენი კეთილდღეობის ხარჯზე.თუ ლამაზმა ქალმა გთხოვოს გამოსარჩლება,თვალი მოარიდე მის ცრემლებს და ყურს ნუ ათხოვებ მის ოხვრას; ეცადე,მიუკერძოებლად განიხილო მისი სარჩელი,თუ არ გინდა,რომ გონება ჩაიხრჩოს მის ცრემლებში,ხოლო შენი სიქველე – მის ოხვრაში.თუ ვინმეს დასჯი საქმით,სიტყვიერი სასჯელი მაინც არიდე მას,რადგან საბრალოს თავისი უბედურებაც ეყოფა სატანჯველად,რომ ცეცხლზე ნავთი აღარ დაასხა და სიტყვით მაინც არ შეუარცხყო იგი.ბრალდებულს,ვის საქმესაც შენ არჩევ,უცქირე,როგორც სიბრალულის ღირს ადამიანს,ვისთვისაც უცხო არ არის ჩვენი დაცემული ბუნების არც ერთი ნაკლი და შეძლებისდაგვარად,ისე,რომ მეორე მხარეს არა ავნო რა,ეცადე,კეთილმოწყალე იყო მის მიმართ,რადგან,თუმცა ყველა თვისება,რასაც ღმერთს მიაწერენ,ერთმანეთის თანაფარდია,მაგრამ ჩვენს თვალში გულმოწყალებას მაინც მეტი ფასი აქვს და მეტი ბრწყინვალებითაა გარემოსილი,ვიდრე მართლმსაჯულება.თუ ამ რჩევა-დარიგებას მიჰყვები,სანჩო,დღეგრძელი იქნება შენი სიცოცხლე,შენი დიდება – უჭკნობი,ჯილდო – აურაცხელი,ბედნიერება – ენით უთქმელი; როგორც გსურს,ისე დააქორწინებ შენს შვილებს,ხოლო შენს მონაგარს სახელი და პატივი არ მოაკლდება.ხალხის პატივისცემით გარემოსილი სიამტკბილობით გალევ სიცოცხლეს და, ბოლოს,ღრმად მოხუცებულს გეწვევა ტკბილი სიკვდილი; შვილთაშვილების ფუნჩულა და ნაზი ხელეხი დაგიხუჭავენ თვალებს…” (ავტორი გენია.ჯი)