უილიამ შექსპირის პიესიდან – “ვენეციელი ვაჭარი”

“მოქცევა რომ ისეთივე ადვილი იყოს,როგორც იმის ცოდნა,თუ როგორ ჯობია მოვიქცეთ,მაშინ სამლოცველოები ტაძრები იქნებოდნენ და ღატაკთა ქოხები დიდებულთა სასახლეებად გადაიქცეოდნენ.კარგი მოძღვარი იგია,ვინც საკუთარ ქადაგებას მისდევს.ჩემთვის კი უფრო ადვილია,ოც კაცს ვასწავლო ჭკუა,ვიდრე მე ვიყო ერთი იმ ოცთაგანი და საკუთარ დარიგებას მივსდიო.გონებას შეუძლია კანონები დააწესოს სისხლისათვის,მაგრამ დაუდეგარი ბუნება ადამიანისა გადაახტება ხოლმე ყოველგვარ ცივ წესებს.სიჭაბუკე შმაგი კურდღელია,რომელიც გადაევლება ხეიბარი კეთილგონიერების მიერ დაგებულ ხაფანგს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“წმინდა ხალხს გარდაცვალების ჟამს ყოველთვის კეთილი აზრები მოსდით”.

* * *

“კაცი ბრძენი უნდა იყო,რომ საკუთარი შვილი იცნო!”

* * *

“ცრემლები ლაპარაკობენ ენის მაგივრად”.

* * *

“მალე ალბათ ნამდვილი ჭკუამახვილობა – გაჩუმება იქნება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>