ამონარიდები ალექსანდრე კუპრინის მოთხრობებიდან…
“ხალხთან მიდგომაა საჭირო,მოხერხებული სიტყვის გამონახვა.სიტყვით რაც გინდათ ის დაჰპირდით – ალუმინის ბინები,რვასაათიანი სამუშაო დღე და საუზმედ ბივშტექსი.ოღონდ ეს დამაჯერებლად უნდა გააკეთოთ.გეფიცებით,რომ დაპირებებით თხუთმეტ წუთში ჩავაქრობ ყველაზე მძვინვარე ამბოხებას”. – (მოლოხი) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ღმერთმა თუ ბუნებამ – არ ვიცი,რომელმა, – ადამიანი თითქმის ღვთიური ნიჭით დააჯილდოვა და თან ორი სატანჯველი მისცა: შეუცნობელი მომავალი და დაუვიწყარი,დაუბრუნებელი წარსული”. - (შემოდგომის ყვავილები)
* * *
“ყოველი ქალი თუ მთლად გონებაჩლუნგი არაა იგი,არაფრით არ შეცდება იმაში,თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა მისმა გარეგნობამ”. – (შემოდგომის ყვავილები)
* * *
“ახალგაზრდობიდან მოყოლებული მხოლოდ იმედებით ცოცხლობ.გგონია აი დადგება რაღაც დიდი,ნეტარი დრო, და მერე თითქოს უცებ გაგეღვიძა და დაინახავ,რომ აღარაფერი დაგრჩენია რა წარსულზე დარდისა და მოგონებების გარდა, და იმის თქმაც არ შეგიძლია რა დროს გაიპარა შენი ნამდვილი სიცოცხლე,სრული,შეგნებულად მშვენიერი სიცოცხლე”. – (სენტიმენტალური რომანი)
* * *
“ყველა სასიცოცხლო მოვლენათა შორის,სიკვდილი ყველაზე უფრო უბრალო და ნორმალურია.ადამიანი იბადება და ცხოვრობს ქვეყანაზე მხოლოდ შემთხვევითობის შედეგად.ხოლო კვდება გარდუვალი კანონის თანახმად”. - (სენტიმენტალური რომანი) - - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ბრძენთა ბრძენი ბუნება,თავის შემოქმედებით ძალას,მთელი ერის შესაქმნელად იმიტომ ხარჯავს,რომ მისგან გამოძერწოს რამდენიმე ათეული რჩეული ადამიანი.იქონიეთ სითამამაე,ბატონებო,იქონიეთ ძალა,რათა გახდეთ რჩეულები!”. – (მოლოხი)