ამონარიდები გრიგოლ აბაშიძის მოთხრობებიდან…
“ადამიანებმა რომ ის ერთი,ზედმეტი დღე იცოდნენ,რამდენი დაასწრებდა უბედურების დადგომას,რამდენი წავიდოდა ამქვეყნიდან დიდებითა და ბედნიერებით ტკბობისას,რათა მომავალ დაცემასა და გამწარებას არ შესწრებოდა”. – (ქვევრში) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
”ბედმა ისე მოაწყო,რომ ერთ ტკივილს მეორე უფრო დიდი ტკივილი ავიწყებინებს,ერთ განცდას მეორე უფრო დიდი განცდა აქრწყლებს და ადამიანიც ფოლდს მგვანებია,ამგვარი წრთობა თურმე კაცს გულს უმაგრებს და ხასიათის ისმტკიცეს აძლევს”. - (სისასტიკის გაკვეთილი)
* * *
“შვილის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილზე მეტი მხოლოდ საკუთარი სიკვდილის განცდაა.ადამიანმა თუ საკუთარი სიკვდილი განიცადა,ქვეყნად სხვა აღარა გაახსენდება რა”. - (სისასტიკის გაკვეთილი)
* * *
“კაცს თუ დიდი საქმეების გაკეთება სურს,გული ქვისა უნდა ჰქონდეს,ტკივილი მრისხანებად უნდა გადააქციოს და ცრემლი შურისგებად”. – (სისასტიკის გაკვეთილი)
* * *
“ასე ყოფილა,სიკვდილის მოსვლის პირველი ზარი და შეცხადებაა თურმე ძნელი; მერე ჭირისუფალი მკვდართან ყოფნას ეჩვევა.ტირილი და მკვდრის გასტუმრების თადარიგი ართობს,ითრევს ჭირისუფალს,ყოველდღიურ საზრუნავს ეჩვევა და ასე ჰგონია,ეს ფუსფუსი არასოდეს აღარ გათავდება,ცხოვრება ბოლომდე ასე გაგრძელდება.
მაგრამ აი,გასვენების დღე დადგება,გარდაცვლილის გასტუმრების ჟამი დაჰკრავს და ჭირისუფალი ისევ იწყებს ფორიაქს,ისევ თავზე ენგრევა ცხოვრების შეჩვეული წესრიგი: უსაყვარლესი ადამიანი სამუდამოდ უნდა გაისტუმროს სახლიდან და ახალი ცხოვრება უმისოდ უნდა დაიწყოს,მის არყოფნას უნდა შეეგუოს”. – (უკანასკნელი სადგური)
* * *
“ცხოვრება მოგზაურობა ყოფილა.ზოგი თვითმფრინავით ან მატარებლით მიჰქრის,ზოგი აქლემით ან სახედრით მიღოღავს.ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი და საბოლოო სადგურთან მისულისათვის ყოველივე უქმია და გამოუსადეგარი,მკვდრისთვის აღარც აქლემია,აღარც თვითმფრინავი და აღარც მატარებელი”. - (უკანასკნელი სადგური)
* * *
“განა ცოცხალმა ადამიანმა ოდესმე იცის,რომ იგი ბედნიერია? მხოლოდ უბედურებაში ჩავარდნილი გრძნობს,რომ უბედურების დატყდომამდე ბედნიერი ყოფილა, და თურმე არ სცოდნია,ვერ გაუგია და ვერ უგრძნია. - (უკანასკნელი სადგური)
* * *
თუ ბედნიერება ავისა და კარგისაგან დასვენება,მათი განუცდელობა და მათ მიმართ სრული განურჩევლობა არი,მაშინ სიკვდილი ბედნიერება ყოფილა და ცხოვრებასაც სხვა მიზანი არა ჰქონია,გარდა არარაობასთან შერთვის სწრაფვისა”. - (უკანასკნელი სადგური) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“უცხო ადამიანის სიკვდილი ისევე შორეულია ჩვენთვის,როგორც მისი სიცოცხლე; ხოლო საყვარელი ადამიანის სხეულში ჩაბუდებული სიკვდილი ისევე ახლოს არის ჩვენთან,როგორც მისი სიცოცხლე.
ალბათ სიკვდილის ეს სიახლოვე ზარავს ცოცხალ ადამიანს და ამიტომ ერიდება,გაურბის მას”. - (უკანასკნელი სადგური)
* * *
“ჩვენს სიზმრებში უფრო მეტი გულწრფელობაა,ვიდრე ცხადად ჩვენს მოქმედებებში”. - (უკანასკნელი სადგური)
* * *
“ადამიანი თავისი სახელისა და დიდების მწვერვალზე აღმავალი უნდა კვდებოდეს.ასეთი სიკვდილი ლამაზია და გულის დამწყვეტი”… – (ავტორი გენია.ჯი)