Tag Archives: ამონარიდები გრიგოლ აბაშიძის რომანიდან – “ყორნალი”

ამონარიდები გრიგოლ აბაშიძის რომანიდან – „ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება”

„ – უფალმა მოგვცა და უფალმა წაგვართვაო, ამბობ, მოძღვარო. არა სჯობდა, სულ არ მოეცა, ან რაკი მომცა, უსამართლოდ აღარ წაერთმია, არ გავემწარებინე და განგების მგმობელი არ გავეხადე?

ამონარიდები გრიგოლ აბაშიძის რომანიდან – „დიდი ღამე”

„საოცარია, ადამიანები კერპებს თვითონ ქმნიან და თვითონ ამხობენ. იმ კერპების დამხობისასაც ისეთსავე აღტყინებას და ტკბობას განიცდიან, როგორსაც მათზე ლოცვისას განიცდიდნენ”.

ამონარიდები გრიგოლ აბაშიძის მოთხრობებიდან…

“ადამიანებმა რომ ის ერთი,ზედმეტი დღე იცოდნენ,რამდენი დაასწრებდა უბედურების დადგომას,რამდენი წავიდოდა ამქვეყნიდან დიდებითა და ბედნიერებით ტკბობისას,რათა მომავალ დაცემასა და გამწარებას არ შესწრებოდა”. – (ქვევრში)

ამონარიდები გრიგოლ აბაშიძის დიდებული რომანიდან – “ყორნალი”

“მას შემდეგ,რაც ევამ ადამი აცდუნა,კაცობრიობის მთელი ცხოვრება სავსე იყო თავგანწირვისა და ღალატის,კეთილშობილი გმირობისა და საშინელი ბოროტმოქმედების აურაცხელი მაგალითით და ყოველივე ამის შთამაგონებელი თუ წამქეზებელი,მრავალ შემთხვევაში,იყო ქალი,ჭკუის წამრთმევი მისი სილამაზე და გადაულახველი,ყოვლის მძლეველი ცდუნება.