ამონარიდები გრიგოლ აბაშიძის რომანიდან – „დიდი ღამე”

„საოცარია, ადამიანები კერპებს თვითონ ქმნიან და თვითონ ამხობენ. იმ კერპების დამხობისასაც ისეთსავე აღტყინებას და ტკბობას განიცდიან, როგორსაც მათზე ლოცვისას განიცდიდნენ”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ძალა და ხელისუფლება თურმე საოცრად ზრდის მანძილს ადამიანებს შორის, რაც უფრო შორს არის ხალხისაგან მბრძანებელი, რაც უფრო მიუწვდომელია და მიუკარებელი, მით უფრო დიდია და არაჩვეულებრივი იგი ხალხის წარმოდგენაში. მაგრამ საკმაოა ძალა, ხელისუფლება გამოეცალოს მბრძანებელს, რომ მოსაჩვენარი მიუწვდომლობა და განსაკუთრებულობა გაქრეს და იმავე ხალხის წინაშე გაშიშვლებული, დიდებაშემოძარცული წარსდგეს ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც თურმე მხოლოდ იმის განსხვავდებოდა მათგან, რომ ხელთ ძალა ჰქონდა და ამ ძალას, დანარჩენთაგან გამოსაცალკავებლად რაც შეიძლება შორს და მაღლა დასაყენებლად იყენებდა”.

* * *

„რა დიდი შვება ყოფილა ცრემლი, როცა შენს უნებურად მოდის, როგორი მოფონება სცოდნია”.

* * *

„ასე სცოდნია ბედს, ერთს მოიძულებს და მეორეს შეიყვარებს”.

* * *

„ცხოვრება ისეა მოწყობილი, კეთილშობილ ადამიანებს ყოველთვის არა აქვთ უფლება თავიანთი ღირსების შესაფერისად მოექცნენ ერთიმეორეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სადაც ძალა არა სჭრის, იქ გონებას უნდა გააჭრევინო”.

* * *

„ადამიანი ცოცხლობს და იბრძვის, ერთი კუთხიდან მეორეს აწყდება, ქვეყნებს იპყრობს და ხალხებს იმორჩილებს და ჰგონია, რომ თავის ბედსა და სხვებისასაც თვითონ განაგებს, მაგრამ თურმე თავს იტყუებს მხოლოდ და მისი ბრძოლაც და წყვეტებაც მარტოოდენ განგების ძლიერ ხელებში ფართხალია”.

* * *

„რა ადვილი ყოფილა სხვათა სიკვდილის ცქერა და რა ძნელი, როცა საკუთარ სიკვდილს უყურებ თვალში”.

* * *

„სარწმუნოება, და ისიც ქრისტეს სარწმუნოება, შოვნასა და გაძღომაზე დახარბებული გულმხეცი ადამიანებისათვის როდია მოგონილი”.

* * *

„ქვეყნის მეთაურად მოწოდებულ ბრძენთ სიფიცხე და გულის აყოლა არ შეჰფერით”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>