ამონარიდები მორის დრიუონის რომანიდან – “რკინის მეფე”
“სიკვდილი სახუმარო საქმე არაა,იგი ჩვენთვის დიდი სატანჯველია და სხვასაც ადვილად არ უნდა გადავუწყვიტოთ ბრაზით დაბრმავებულებმა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ყოველი ადამიანი ასე თუ ისე ფიქრობს,სამყარო ჩემთან ერთად გაჩნდაო, და ამიტომაც სიცოცხლის მიწურულს წუხს,რომ სამყარო დაუმთავრებელი დატოვა”.
* * *
“ძლიერ ადამიანთა ძალა ის კი არაა,რომ მათთვის უცხოა ეჭვი და ყოყმანი,ესოდენ დამახასიათებელი ადამიანის ბუნებისათვის ზოგადად,არამედ ის,რომ ამ გრძნობათა დაძლევა უფრო სწრაფად შეუძლიათ”.
* * *
“რა ცუდად გვიცნობენ და რა უსამართლო იქნება მათი მსჯავრი”.
* * *
“ისტორიაში არსებობს სიმყარის განსაკუთრებული ძირი,რომელსაც დროდადრო გაანედლებდნენ ხოლმე წესისა და რიგის ფანატიკოსები.განყენებულსა და აბსოლუტურ კერპს ეთაყვანებიან და მათთვის ადამიანთა სიცოცხლეს არავითარი ღირებულება არ გააჩნია,თუკი ეს ადამიანები დადგენილ ნორმას ხელყოფენ.ამ ფანატიკოსებს დავიწყებიათ,რომ საზოგადოება,რომელიც მათ ემსახურება,ადამიანთაგან შედგება”.
* * *
“ბედი მძიმე ნაბიჯით დადის და არავინ იცის,შემთხვევით დათესილ ჩვენს საქციელთაგან რომელი გაღვივდება,რათა შემდეგ გაიფურჩქნოს და ხედ იქცეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ადამიანებს თავდაჭერა შეუსწავლიათ,მაგრამ გულისხმიერება აკლიათ და ყველაზე უფრო უანგარო ერთგულებსაც კი გაუტეხენ გულს.ამიტომ აღარ უნდა გაუკვირდეთ,თუ ასე მცირე სიყვარულს იმსახურებენ და ასე ადვილად ღალატობენ მათ”.
* * *
” – ჩვენ,ბანკირები,მღვდლებს ვგავართ.თქვენ აღსარებას გეუბნებიან სულნი,ჩვენ ქისები”…
* * *
“ის სიძნელე,რაც ახლადშობილ სიყვარულს ეშხს ანიჭებს,ოთხი წლის შემდეგ აუტანელი ხდება.ხშირად ვნებას სწორედ ის უღებს ბოლოს,რამაც წარმოშვა იგი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – ის რა მოსამართლეა,ვისაც მსჯავრი ფულის ხათრით გამოაქვს”.
* * *
“ბევრმა მევალემ ბევრი მტერი იცის”.
* * *
“სრულქმნილი სილამაზე და სიდიადე პატივისცემას შთააგონებს ხოლმე ადამიანებს”.
* * *
“მინდა” მეფეთა საფერი სიტყვაა”.