ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – “სიცოცხლის ხარკი”

“არასოდეს ზედმეტი არაა,კაცმა თავისი ცხოვრების მიმდინარეობას თვალი მიადევნოს,ყოველი ფაქტი აწონ-დაწონოს,ცალკეული ამბები ერთმანეთთან დააკავშიროს და დასკვნა გამოიტანოს.

ეს ბევრ ხიფათსა და უსიამოვნებას აგვაცდენდა თავიდან.

ცოტა ენას მაინც დავიმოკლებდით და ჩვენს საქციელს მოთმინების ბექთარით შევმოსავდით”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ადამიანი ებრალებათ,როცა მის ფიზიკურ ტანჯვას ხედავენ,მაგრამ სულიერ ტანჯვას ვერავინ ხედავს და არც თანაგრძნობას იწვევს”.

* * *

“ძნელი სათქმელია: რა სჯობს,სიკვდილი თუ დამცირების მოთმენა”.

* * *

“ტყუილად არ გვარიგებდა ბრძენი: შრომა გვაშორებს თავიდან სამ დიდ ბოროტებას: შურს,გარყვნილებას და სიღარიბეს”.

* * *

“ვისი მოსყიდვაც შეიძლება,არასოდეს არ იქნება სამართლიანი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“გაბოროტება დამცირებულთა და შეურაცხყოფილთა სუსხიანი ყვავილია.დღევანდელი დღით გამწარებული კაცი ხვალის იმედზეა.ნუთუ იმისთვის ვცხოვრობთ ამდენ ხანს,რომ თანდათან დავრწმუნდეთ ცხოვრების სისაძაგლეში,დავკარგოთ ყველაფრის რწმენა,შეგვზიზღდეს თავისთავი და ყველაფერი”.

* * *

“მთავარია,არ შევცდეთ,არ გადავუხვიოთ გადამრჩენელი გზიდან!”

* * *

” – ყველას არ უნდა გაუღო შენი ოჯახის კარი! ზოგი შავი ჭირივით შემოვა.ძირფესვიანად ამოგაგდებს”.

* * *

“ტყუილი მომტყუებლისთვისაც ისე საზიანოა,როგორც მოტყუებულისთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

” – ადამიანი მუშაობაში,ქვეყნისა და ხალხის სამსახურში უნდა პოულობდეს ბედნიერებას”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>