ამონარიდი ოსკარ უაილდის რომანიდან – “დორიან გრეის პორტრეტი”
“ადამიანის ცხოვრება ისე ხანმოკლეა,რომ სხვისი შეცდომების ტვირთად აკიდება რაღა საჭიროა? ყველა თავისი სურვილის მიხედვით ცხოვრობს და თავის ვალს თვითონვე იხდის.სავალალო და სამწუხარო მხოლოდ ის არის,რომ ადამიანს ერთი შეცდომის გამო ასე დაუსრულებლად სთხოვენ პასუხს და ანგარიშს უსწორებენ.თვით ბედისწერა ადამიანთან ანგარიშის გასწორების დროს არასოდეს მას ვალმოხდილად არ თვლის.
ფსიქოლოგები ირწმუნებიან,რომ არის თურმე წუთები,როდესაც ცოდვის ჩადენის წყურვილი,ან რასაც ქვეყანა შეცოდებად უთვლის ადამიანს,ისე მომძლავრდება და გაბატონდება ადამიანის სულში,რომ ყოველი უმარტივესი უჯრედი ფრიად სახიფათო ინსტიქტებით იწყებს მოძრაობას და სამოქმედოდ ემზადება.ასეთ წამებში როგორც კაცი,ისე ქალი საკუთარ თავს ვერ იმორჩილებს და ნებისყოფას მთლიანად კარგავს.ისინი ამ დროს დასაღუპავად განწირულნი ავტომატურად და თვითშეუგნებლად უფსკრულისკენ მიისწრაფვიან.მათ სხვა გამოსავალი არ დარჩენიათ.გონება ან სრულიად კვდება,ან სამუდამოდ დუმს.ან თუ ცოცხლობს,ესწრაფვის მაცდუნებელი ამბოხით წეწდეს ცოდვის ჩამდენის მთელ არსებას და ამ დიდ დაუმორჩილებლობას განსაკუთრებული მიმზიდველობით მოსავს.თეოლოგებს კი რა დაღლით იმის მტკიცებით,რომ ყველა ცოდვათა შორის უდიდესი ცოდვა,ეს დაუჯერებლობა და ურჩობაა.თვით ბოროტების წინამორბედი,ყოვლისშემძლე სული,ზეციდან მხოლოდ ამბოხების გამო განდევნეს,რამაც თვით მის შინაგან არსებაში იინა თავი”. – (ავტორი გენია.ჯი)