ამონარიდები კამილო ხოსე სელას რომანიდან – “პასკუალე დუარტეს ოჯახი”
“ყველა მოკვდავი ერთ ტყავში ვიბადებით,მაგრამ სანამ გავიზრდებოდეთ,ბედისწერა თავისდა გასართობად ისეთნაირად და იმდენნაირად გვცვლის,თითქოს ცვილისა ვიყოთ და მერე სხვადასხვა გზით გვაგზავნის ერთი დასასრულისკენ – სიკვდილისაკენ: ზოგს უბრძანებს,ია–ვარდით მოფენილ გზებზე იარეო,ზოგსაც ეკალბარდებში უკრავს თავს – გზა შენით გაიკაფეო.პირველნი უზრუნველად იყურებიან და ჩვილი ბავშვებივით შეჰღიმიან თავიანთ ბედნიერებას,მეორენი კი ტრიალ მინდორში მცხუნვარე მზეზე იტანჯებიან და ოდნავ ხელის მიკარებაზეც კი კურდღელივით ფრთხებიან.განა ერთი და იგივეა,სხეულს სუნამოთი და ფერუმარულით იზელ თუ მოუშორებელი სვირინგებით იჭრელებ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“არსებობისათვის ბრძოლა არც ისე იოლია,უნდა მოემზადო და ერთადერთი საშუალება ცხოვრებას აჯობო – ჭკუაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სიღარიბეში ცხოვრებას სწავლა არ სჭირდება”.
* * *
“შხამიან ბალახს გამძლე ფესვები აქვს”.
* * *
“მამაკაცებს არ შეშვენით ჩხუბი,თუ ერთს თოფი უჭირავს ხელში,მეორე კი უიარაღოა”.
* * *
“უცრემლო ქალი იგივეა,რაც უწყლო წყარო”.
* * *
“არ არსებობს უფრო ბოროტი სიძულვილი,ვიდრე საკუთარი სისხლის სიძულვილია”.
* * *
“სიძულვილი სიყვარულივით ერთ დღეში არ მოდის”.
* * *
“არ შეშვენის ადამიანს მოყვასის უბედურებაზე იცინოს – ამას გეუბნებათ კაცი,ვინც მთელი სიცოცხლე უბედური იყო; ღმერთი ისე გცემს,ჯოხი და ქვა არ სჭირდება, და ცნობილია,ვინც მახვილს იშიშვლებს… კაცთმოყვარეობა არასოდეს არ არის ზედმეტი” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“რაღა მაშინ გვტოვებს სიყვარული,როცა ყველაზე უფრო გვჭირდება?”. –