ამონარიდები ვაჟა ჩორდელის მოთხრობებიდან…
„სირცხვილი ცოტაა იმასთან,სოფელმა რომ აკლება იცის,მტრის კარს,მის ყბაში ჩავარდნა,ნიანგის ყბა სალოცავ ხატად მოგეჩვენება მერე.დიდი ყბა აქვს სოფელს!” – (ტატე) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი უნდა დაიბადო რაღაც საქმისთვის,შეიყვარო ის და ემსახურო ბოლომდე… ადამიანი მარტო ადამიანი კი არ უნდა იყო და მარტო დაწერილ იმეებს ემსახურებოდე,დაუწერელ იმეებზეც უნდა მუშაობდე,ერთი სიტყვით,ვაჟკაცთა ვაჟკაცი უნდა იყო”… – (გორგალი)
* * *
„კაცო,გასაგიჟებელია… თუ კაცმა სახელის გაკეთებაზე აიღო ხელი,ფული უნდა აკეთოსო”… – (გორგალი)
* * *
„ყველა უსაქმურს თავისი მოქმედება მიაჩნია საქმედ”. – (ნაპირი)
* * *
„რა ხალხია ქვეყანაზე… ქვეყანა გველივითაა ჭრელი… თუმცა გველის სიჭრელე კი ჩანს,ხედავ,რომ ნაღდად ჭრელია… კაცი კი შიგნიდანაა ჭრელი,ჭკუიდანაა ჭრელი და აგრე რიგად არა ჩანს… ზოგი პირში მთქმელია,ზოგი ზურგს უკანაც არა”… – (დათიაანთ მინისტრი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჯობია,მეტი გადაიხადოთ და პური ხაბაზს გამოაცხობინოთ”. – (ნალბანდი)
* * *
„ – ძაღლს ძაღლურად უნდა მოექცე… დიახ,მოექცე!..
- რაფერ გავაგდებ,ჩემს სახლში ცხოვრობს.მე თვითონ გავუღე კარი,ერთად მივათრევთ გაწყვეტაზე მისულ წუთისოფლის ჭაპანს! ეჰ,ძაღლო,ვინ დაგარქვა შენ ძაღლი და აქედან გაქცეულ,ქალაქში ჩასახლებულ მეზობელს კი კაცი! ადამიანია ის? მეტი არ მოგეცა მტერი არც შენ და არც მე! წელიწადში ერთხელ მოეთრევა,წაუძაღლებს,წაართმევს საცოდავ ფუტკარს მთელი წლის ნაშრომ-ნაწვალევს,ნადაგ-ნაოფლარს და წავა… მითხარი შენ,ამოიღე ხმა,მაგნაირ კაცს კაცი ჰქვია და ამ უერთგულეს და უბოროტო არსებას – ძაღლი?” – (სიკვდილი ასტიონს ეძებს)
* * *
„იდეები მოდიან და აღარ მიდიან,არც უნდა წავიდნენ,ადამიანი და იდეა ერთია,განუყოფელია,გაუხლეჩავია,ნურავინ დამაჯერებს,რომ იდეა კაცი არ არის,იდეა კაცია,მოქმედი,ხელშემართული,ენამჭევრი,ენაბრძენი,სულგრძელი,გზაგრძელი და აუცილებლად,აუცილებლად გზაგრძელი.” – (სიკვდილი ასტიონს ეძებს)
* * *
„მგელი იმიტომაა ბედნიერი,რომ მგელია,თავისი მგლობა შველის,სადაც გაეხარდება,იქ წავა,რასაც უნდა იმას შეჭამს,ათას ხაფანგს დაუგებენ,ეგებ დაიჭირონ კიდეც,ადამიანი ხომ მგელზე უფრო მგელია,მაგრამ მის სიცოცხლეს ვერაფერი შეედრება! შიმშილით კუჭს ამოიჭკნობს,მაგრამ მგლობას არ დაუთმობს არავის”. – (სიკვდილი ასტიონს ეძებს) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წუთისოფელი არ გაპატიებს ჩამუხლებას”. – (როდის ამოდის მზე)