ამონარიდი რევაზ მიშველაძის ნოველიდან – „უფანდუროდ ნამღერი”
„არ დაიღალოთ და არ მოგწყინდეთ,ამ ერთს გთხოვთ მხოლოდ.სიმართლის გასაღები მარტო ჩვენ გვაქვს ჯიბეშიო,ამასაც ნურასოდეს იფიქრებთ.კაცს ფიქრის გაცხადების რომ შეეშინდება,ის კაცი თქვენი ერთგული ვერ იქნება,ბაბა.ამიტომ კაი ბიჭები მაშინ იქნებით,თუ სხვანაირი ფიქრისთვის ადამიანისშვილს არ შეიძულებთ.მოუსმინეთ იმასაც.გაარკვიეთ,იქნებ,სიმართლეს ამბობს.რაღაცა მიზეზმა ხომ გაუჩინა ის სხვანაირი ფიქრი თავში.
გაღმერთება და გაბელადება,ვისიც არ უნდა იყოს,ამ თქვენს დროში მაინც სასაცილოა და თუ შეგაფერხებთ,თორემ კარგს არაფერს დაგმართებთ.ადამიანი ისედაც ორი დღითაა მოსული ამ წუთისოფელში და ნუ გაამწარებთ”. – (ავტორი გენია.ჯი)