ამონარიდები რეზო ინანიშვილის მოთხრობებიდან…
„ქალი ყველაზე ლამაზი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ლამაზი როდის არის, იცი? როცა გულაღმა წევს, თვალები ცრემლებით აქვს სავსე და თან იცინის, იცინის”… – (თაფლობის თვე) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არავის არ სიამოვნებს ცხოვრებისეულ სიბრძნედ მიჩნეულ ფილოსოფიის დაძონძილი სახელმძღვანელოს გამუდმებით ქექვა”. – (ზღვა)
* * *
„ყოველთვის გამახვილებული გქონდეს ყური: არ გამოგეპაროს სიყალბე, სიცრუე, სისაძაგლე, ამხილე და აღზარდე მოყვასი შენი”. – (ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება)
* * *
„პატარას ყველას პატარა ჭკუა აქვს – სახედარსაც და კაცსაც”. – (შიო პაპასი და მისი სახედრის ამბავი)
* * *
„მე მაინც მგონია,რომ მართალნი არა ვართ,როცა უსწავლელ,რეგვენ ადამიანს სახედრის სახელით მოვიხსენიებთ ხოლმე. ეეხ, ვინ იცის,რამდენ რამეში არა ვართ მართალნი!” – (რატომ ჭამს სახედარი ქაღალდს) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანს რომ გული ჰქონდეს,ასე არ ააოხრებდა ქვეყანას – ტყე მაგას აღარ ჰყოფნის და მინდორი,ცაც მაგან დაისაკუთრა და წყალიც”… – (საკვირველი ამბავი ტყეში)
* * *
„ღორები ხომ არა ვართ! ადამიანებს,სალაფავის გარდა,ხან ტკბილი სიტყვა გვჭირდება,ხან ტკბილი ხმა”. – (ზამთარი)
* * *
„ვისაც ვინ უყვარს,იმის ლამაზი ის არისო. თუ ადამიანი გიყვარს,იმაზე ლამაზად ქვეყანაზე არავინ არ გეჩვენება”. – (მძიმე ფეხსაცმელები)
* * *
„ადამიანი თუ არ შრომობს,არც ადამიანი იქნება. ვინც ბევრს ჭმას,დიდი ღონეც აქვს,ვისაც დიდი ღონე აქვს,ბევრსაც იმუშავებს”. – (ბეკეკო)
* * *
„სიძლიერე არასოდეს არ ყოფილა დამოკიდებული მარტო ღონიერ მხარ-მკლავზე”. – (ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება) – (ავტორი გენია.ჯი)