ამონარიდები ივანე ტურგენევის რომანიდან – „წინადღით”
„მიყვარს თუ არა მე ჩემი სამშობლო? სხვა რაღა უნდა გიყვარდეს კაცს ქვეყანაზე? სხვა რა არის ისეთი, რაც არასდროს გიმუხთლებს, რაც ყოველ იჭვზე მაღლა დგას, რაც არ შეიძლება არ გწამდეს ღმერთის შემდეგ? და როდესაც ამ სამშობლოს სჭირდები…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველი ჩვენგანი დამნაშავეა თუნდაც იმიტომ, რომ ცოცხლობს, და არ არსებობს ისეთი დიდი მოაზროვნე, კაცობრიობის ისეთი კეთილისმყოფელი, რომელსაც, რომ მის მიერ მოტანილი სარგებლობის გამო, შეუძლია იმედი იქონიოს, სიცოცხლის უფლება მაქვსო”….
* * *
„მე ვგრძნობ, რომ ადამიანისათვის აუცილებელია უბედურება, ან სიღატაკე, ან ავადმყოფობა, თორემ თავს გაუვა კაცს”…
* * *
„ერთში თუ ბედი არა გწყალობს, მეორეს უნდა მიჰყო ხელი”.
* * *
„მომავალი არის ღვთის ჟანდარმი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გვეყოფა რაც ვიფილოსოფოსედ, ახლა პრაქტიკა გვინდა, პრაქტიკა”…
* * *
„სიკვდილი მებადურს ჰგავს, რომელმაც ბადით თევზი დაიჭირა და დროებით წყალში დასტოვა: თევზი ჯერ კიდევ დაცურავს, მაგრამ იგი ბადეშია და მებადური ამოიყვანს მას, როდესაც კი მოისურვებს”.
* * *
„სიყვარულშიც ასეა – სიცოცხლეც არის და სიკვდილიც”.
* * *
„ცოცხალ ადამიანს თავისი ფიზიკა აქვს, იგი მოთხოვნილებებს გიყენებს”.
* * *
„ყოველთვის მოიძებნებიან ისეთნი, რომელნიც მზად არიან პურიც კი გამოგლიჯონ სხვა პირიდან”. – (ავტორი გენია.ჯი)